უმარტივესი და ძალიან მადისაღმძვრელი დესერტის სახლში მომზადება უნდა ვისწავლოთ დღეს. მდიდრული ვიზუალი და მარტივი ინგრედიენტები მას იდეალურს ხდის. გემოზე აღარაფერს ვამბობ იმდენად გემრიელია.
ინგრედიენტები
- ხაჭო 500გ
- კარაქი 80გ
- არაჟანი 130გ
- კვერცხი 4 ცალი
- შაქარი 80გ
- ვანილი 10-20გ
- სახამებელი 15გ
- ლიმონის წვენი 2 სუფრის კოვზი
- ლიმონის ქერქი გემოვნებით
- კურკუმა 0,3 ჩაის კოვზი
- ყაყაჩო 30გ
- ცუკატები 150გ
- გახეხილი ქოქოსი
მომზადება
1.ათქვიფეთ გამღვალი კარაქი ხაჭოსთან, არაჟანთამ, კურკუმასთან, ლიმონის წვენთან და ვანილთან ერთად. დაუმატეთ სახამებელი და კვერცხი თითო-თითოდ.
2.მასას გადაურეთ ცუკატები, ყაყაჩო, ლიმონის ცედრა.
3.ხაჭოს მასა მოათავსეთ ფორმაში. გამოაცხეთ 50 წუთი 160 გრადუსზე, გააფორმეთ ქოქოსის ფანტელებით და 2 საათი შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!