ნამდვილი კოქტეილის ძველებური რეცეპტი – ჩემი ბავშვობის ტკბილი მოგონება!

621

ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ბავშვობის კოქტეილს ვერაფერი ვერ შეედრება. ადრე მართლა იცოდნენ სწორად მომზადება. რთულია დაივიწყო ის გრმო, ხშირად მიოცნებია დროის იმ მომენტში დაბრუნება, როცა ამ საოცარ ნაღების გემოს ვგრძნბდი. დღეს ვეცდები ეს გემო გავაცოცხლო და სახლის პირობებში მოვამზადო.

იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ თანამედროვე კოქტეილები ჯობია ძველს, მაგრამ ჩემთვის ისე გმეო შეუცვლელია.

ადრე კოქტეილებს ხარისხიანი პროდუქციისგან ამზადებდნენ, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. სახლში მომზადებული კი ვიცით რომ ნატურალურია. შეგვიძლია გავუმასპინძლდეთ ბავშვებსაც.

ინგრედიენტები

  • 500მლ გაგრილებული რძე (ცხიმიანობა 3,2-4%)
  • 200გ ვანილის ნაყინი
  • 2 სუფრის კოვზი კენკრის ან ხილის სიროპი

მომზადება

  1. მომზადებამდე 15 წუთით ადრე გამოიტანეთ მაცივრიდან ნაყინი და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე. რძე უნდა იყოს ცივი. მოამზადეთ 200-250მლ ჭიქები.
  2. ბლენდერის ჯამში მოათავსეთ რძე და ნაყინი. ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე.
  3. დაუმატეთ სიროპი ან მურაბა და ისევ ათქვიფეთ.
  4. მზა მასა ჩაასხით ჭიქაში – უგემრიელესი კოქტეილი მზად არის!

საბჭოთა კავშირის პერიოდში უამრავი სახის კოქტეილები იყიდებოდა. ხშირად ვუკვეთავდი და ვახარებდი ბავშვებს.

ახლა ხარისხიანი ინგრედიენტების პოვნაც რთულია, ადრე სხვაგვარად იყო.

გემრიელად მიირთვით!