მადისაღმძვრელი ნამცხვარი, რომელიც ხაჭოს კვერს ჩაანაცვლებს

570

ხაჭოს მოყვარულებისთვის რღეს განსაკუთრებული რეცეპტი მოვამზადეთ. ჩიზქეიქი ორცხობილით და ხაჭოთი – უმარტივესი დესერტი, რომელიც მზადდება ღუმელშიც და მულტისახარშ ქვაბშიც.

ძალიან არ მიყვარს ტკბილეულის მაღაზიაში შეძენა. ყოველთვის საკუთარი ხელით ვამზადებ. დღეს სტუმრებს ველოდებით და მათ გაოცებას ამ დესერტით ვაპირებ.

მულტისახარში ქვაბის ფანი ვარ, დესერტების უმეტეს ნაწილს მასში ვამზადებ. ჩიზქეიქი ჩემი საყვარელი ტკბილეულია, ამიტომაც გადავწყვიტე მისი მომზადების პროცესი გამემარტივებინა მაქსიმალურად. ეს ნამდვილად გამომივიდა!

ინგრედიენტები

  • 500გ ხაჭო
  • 250გ არაჟანი
  • 3 კვერცხი
  • 100გ შაარი
  • 2 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 400გ ორცხობილა “ბრაუნი”
  • კარაქი

მომზადება

1.დააქუცმაცეთ ორცხობილა. თუ ორცხობილა ალიან მაგარია, შეგიძლიათ მოასხათ ცოტა გამღვალი კარაქი.

2.ნახევარი ორცხობილა გადაიტანეთ მულტისახარშ ქვაბში, რომელიც უნდა იყოს დამუშავებული ცხიმით.

3.ცალკე ჯამში მოათავსეთ ხაჭო, არაჟანი, კვერცხი, სახამებელი, შაქარი.

4.ხაჭოს მასა გადაანაწილეთ ორცხობილაზე, დატოვეთ 10 წუთი.

5.ამ დროის შემდეგ მოაყარეთ დარჩენილი დაფხვნილი ორცხობილა. მულტისახარში ქვაბი დააყენეთ რეჟიმზე “ცხობა” და დრო 1 საათი. ტემპერატურა – 150 გრადუსი.

6.გააგრილეთ დესერტი ოღახის ტემპერატურაზე, გააფორმეთ გემოვნებით.

ხაჭოს მასასშეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი და ვანილი. ასე მეტად არომატული გამოვა. თუ ცხიმიან ხაჭოს იყენებთ,შეგიძლიათ არაჟანი აღარ დაუმატოთ.

გემრიელად მიირთვით!