ხაჭოს კანფეტები გამომშრალი ხილით

551

რათა ბავშვებს ტკბილეული არ ავუკრძალო, სახლში ნატურალურ კანფეტებს ვამზადებ საკუთარი ხელით. ვიცი, რომ ჩემი შვილები სუფთა პროდუქტისგან მომზადენულ დესერტს მიირთმევენ.

ხაჭოს კანფეტები ხილით ძალიან გავს მარმელადს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ.

ინგრედიენტები

  • ქიშმიში 40გ
  • შავი ქლიავი 30გ
  • გამომშრალი გარგარი 200მლ
  • რძე 200მლ
  • ჟელატინი 12გ
  • ხაჭო 200გ
  • ხაჭოს ყველი 100გ
  • შაქრის ფხვნილი 40გ
  • ნიგოზი 50გ

მომზადება

1.ამ დესერტისთვის 100გ ნებისმიერი მშრალი ხილი გამოგადგებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფინიკი.

2.ჟელატინს მოასხით რძე. ცალკე ჯამში მოათავსეთ ნაღების ყველი, ხაჭო და შაქრის ფხვნილი. მოასხით რძიანი ჟელატინი.

3.ბლენდერის მეშვეობით აქციეთ ერთგვაროვნად.მიღებულ მასას დაუმატეთ გამომშრალი ხილი და მოურიეთ კოვზით.

4.ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. ჩაასხით მიღებული მასა და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.

5.დაჭერით კვადრატებად. მე გამომივიდა 16 კანფეტი. შეგიძლიათ მოაყაროთ ქოქოსი ან ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!