ჩიბატა მოზელვის გარეშე, რომელიც ყველას ეყოფა – იტალიელი დიასახლისების რეცეპტი

600

სახლში გამომცხვარი ცხობილების მოყვარულებს გიხმობთ ახალი რეცეპტის გასაზიარებლად. უგემრიელესი ჩიბატის სახლის პირობებში მომზადებაზე უარს ვერავინ იტყვის.

ჩიბატა – ეს იტალიური ხრაშუნა პურია, რომელსაც სენდვიჩებისთვის იყენებენ.

მითითებული ინგრედიენტებისგან თქვენ 4 ჩიბატა უნდა გამოგივიდეთ.

ინგრედიენტები

  • 320მლ წყალი
  • 2გ საფუარი
  • 30მლ ზეითუნის ზეთი
  • 400გ ხორბლის ფქვილი
  • 8გ მარილი

მომზადება

1.წყალს დაუმატეთ საფუარი, მოურიეთ. ჩაასხით ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და მარილი.

2.მოურიეთ ინგრედიენტებს. უნდა გამოგივიდეთ წებოვანი ცომი. დატოვეთ 40 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.

3.წყლით დასველებული ხელებით დაიწყეთ ცომის დამუშავება. ცომის კუთხეები ცენტრისკენ შეაგროვეთ. ისევ 40 წუთი დატოვეთ. პროცედურა კიდევ 2 ჯერ გაიმეორეთ.

4.მეოთხე დამუშავების შემდეგ მოაყარეთ ფქვილი. გადმოიტანეთ ბრტყელ ზედაპიზე და ისევ მოაყარეთ ფქილი.

5.ცომის მიეცით კვადრატის ფორმა და გაჭერით 4 ნაწილად. დანაც უნდა იყოს ფქვილიანი.

6.ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე. არ წაუსვათ ცხიმი. პერგამენტის ქაღალდით შეგიძლიათ დააშოროთ ერთმანეთს, რათა არ მიეკროს. დატოვეთ 40 წუთი.

7.გამოაცხეთ 220 გრადუსზე 20-25 წუთი.

მზა ჩიაბატები გამოდის ფაფუკი და ხრაშუნა. სენდვიჩებისთვის იდეალური ვარიანტია.

გემრიელად მიირთვით!