კერძისთვის უმნიშვნელოვანესია – ლამაზი პრეზენტაცია. ბლინების სადღესასწაულო სალათი უმარტივესი ინგრედიენტებისგან შედგება. კიბორჩხალის ჩხირების გულსართი, კიტრით, სიმინდით და კვერცხით უბრალოდ შეუდარებელია.
ძალიან მნიშვნელოვანი ამ კერძის თეფშზე სწორად აწყობა. ცოტა ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ დამიჯერეთ სტუმრების გაოცებული სახეებით იამაყებთ.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 240გ
- რძე 330მლ
- კვერცხი 4 ცალი
- კეფირი 30მლ
- საფუარი 7გ
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- მზესუმზირის ზეთი 5 სუფრის კოვზი
- კიბორჩხალის ჩხირები 100გ
- კიტრი 0,5 ცალი
- სიმინდი 50გ
- ნაღების ყველი 150გ
- მაიონეზი 60გ
- მარილი და მწვანილი
მომზადება
1.პირველ რიგში მოვზილოთ საფუარიანი ცომი და გამოვაცხოთ ბლინები. ამისათვის ჯამში გაცერით ფქვილი, ჩაასხით კეფირი, დაუმატეთ 2 კვერცხი და საფუარი 2 სუფრის კოვზ რძესთან ერთად. მოაყარეთ შაქარი და მოურიეთ. ნამიანი პირსხოცი გადააფარეთ და სითვოშ დატოვეთ 30 წუთი.
2.დაუმატეთ დარჩენილი რძე და კარგად ათქვიფეთ. ისევ დააფარეთ ნამიანი პირსახოცი და დატოვეთ თბილ ადგილას 30 წუთი. ჩაასხით ზეთი და ათვიფეთ.
3.შეწვით ბლინები კარგად გაცხელებულ ტაფაზე.
4.ნაღების ყველს დაუმატეთ მაიონებზი და მწვანილი. გახეხეთ კიბორჩხალის ჩხირები და წვრილად დაჭერით სიმინდი. კუბიკებად დაჭერით კიტრი, მოხარშეთ 2 კვერცხი.
5.ბლინი დაჭერით 3 ნაწილად.
6.წაუსვით სოუსი და მოაყარეთ გახეხილი კიბორჩხალის ჩხირები. გადაახვიეთ რულეტისებურად.
7.ბლინის შემდეგ ფენას წაუსვით სოუსი და მოაყარეთ სიმინდი. გადაახვიეთ პირველ ბლინთან ერთად.
8.შემდეგი ფენა დამარილებული კიტრის და გახეხილი კვერცხისგან შედგება. გადაახვიეთ რულეტისებურად პირველ და მეორე ფენასთან ერთად. პროცესი გაიმეორეთ კიდევ ერთხელ. მზა რულეტი მოათავსეთ თეფშზე და გააფორმეთ.
გემრიელად მიირთვით!