ხორცის ბურთულები ფენოვან ცომში – წვნიანი კერძი, რომელიც ვახშამს გაგილამაზებთ!

665

ორიგინალური კერძი ხორცის გულსართით. ხორცის სახეობა შეგიძლიათ შეცვალოთ ან გააკეთოთ მიქსი. მე ძალიან მომწონს ქათმის ფილე. რათა კერძი არ გამოვიდეს მოსაწყენი, მე მას კვერცხისა და ყველის მიქსით ვკაზმავ. მოდით დეტალურად აგიხსნით…

ინგრედიენტები

  • უსაფუარო ფენოვანი ცომი 500გ
  • ქათმის ფარში 300გ
  • ხახვი 1 ცალი
  • კვერცხი 3 ცალი
  • ყველი 100გ
  • ნიგოზი 0,5 ჩაის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 2-3 სუფრის კოვზი
  • მწვანილი
  • მარილი და შავი წიწაკა

მომზადება

1.დაჭერით ხახვი კუბიკებად და მოთუშეთ ზეთში.

2.ფარშს დაუმატეთ მოთუშული ხახვი, 1 კვერცხის ცლა, ნიგოზი, მარილი და წიწაკა. კარგად მოურიეთ.

3.მოხარშეთ 2 კვერცხი და წვრილად დაჭერით. გახეხეთ ყველი და დააქუცმაცეთ მწვანილი. შეაერთეთ ინგრედიენტები.

4.ფარში გაყავით მინიმუმ 4 ნაწილად. დაამრგვალეთ თითოეული, ხოლო ცენტრში მოათავსეთ გულსართი.

5.გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით წვრილად.

6.შემოახვიეთ ცომი დამრგვალებულ ფარშს. გადაიტანეთ საცხობ ზედაპირზე.

7.ათქვეფილი კვერცხის გული წაისვით და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 40-50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!