სააღდგომო კულიჩის იდეალური რეცეპტი

1681

ამბობენ, რომ სამყაროში იდეალური არაფერია. მაგრამ არსებობს კულიჩის რეცეპტი ქიშმიშით, რომელიც მე ვფიქრობ გამონაკლისია და იდეალურია!

ინგრედიენტები

  • 500მლ რძე
  • 1,5კგ ფქვილი
  • მარილი
  • 6 კვერცხი
  • 200გ კარაქი
  • 300გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილი
  • 300გ ქიშმიში

მომზადება

1.ქიშმიშს დაასხით ცხელი წყალი და დატოვეთ 10-15 წუთი. გადაასხით წყალი, გააშრეთ ქიშმიში. ამოავლეთ ფქვილში.

2.თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ 0,5კგ ფქვილი და კარგად მოურიეთ. ჯამს დააფარეთ სქელი ხელსახოცი და დატოვეთ 30 წუთი.

3.განაცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. გული ათქვიფეთ ვანილთან და უბრალო შაქართან ერთად. ცილ ამარილთან ერთად ამოფუებამდე ათქვიფეთ.

მიღებული გულის მასა დაუმატეთ ცომს გამღვალ კარაქთან ერთად. ბოლოს დაუმატეთ ცილის მასა და ისევ მოურიეთ ფრთხილად.

4.მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.თბილ ღუმელში შეინახეთ 40-60 წუთი.

5.ცომს დაუმატეთ ქიშმიში და ისევ შეინახეთ ღუმელში 20 წუთი.

ცომი გადაანაწილეთ ცხიმიან ფორმებში. ამოავსეთ ფორმის – 1/3. გაახურეთ ღუმელი 100 გრადუსზე.

სანამ ღუმელი ხურდება, ფორმები მოათავსეთ საცობ ზედაპირზე და დააფარეთ ხელსახოცი.

6.გამოაცხეთ 10 წუთი 100 გრდუსზე. შემდეგ 180 გრადუსზე 25-40 წუთი. დრო ფორმის ზომაზეა დამოკიდებული.

გემრიელად მიირთვით!