დედამთილს ძალიან უყვარს ეგზოტიკა, მის გასახარებლად ვაცხობ დასავლურ კულულიჩებს

622

სააღდგომო ნამცხვრები საფუარით, უკვე მესამე წელია ვამზადებ. კულიჩი გამოდის არცთუ ტრადიციული, არამედ გარკვეულწილად იტალიურ პანეტონეს მოგვაგონებს. ჩემს ოჯახის წევრებს, განსაკუთრებულად დედამთილს ძალიან მოსწონს.

საიდუმლო ის არის, რომ ქიშმიშის და გამხმარი გარგარის ნაცვლად, გამხმარ მანგოს (მხოლოდ 100 გრ) და მოცვს ვიყენებ. მთავარია მზადება კარგ ხასიათზე ყოფნისას დაიწყოთ და ყველაფერი აუილებლად გამოვა!

ინგრედიენტები საფუარიანი მასისთვის

  • 25გ საფუარი
  • 130გ ფქვილი
  • 200მლ რძე
  • 25გ შაქარი

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 320გ ფქვილი
  • 150გ შაქარი
  • 30გ მცენარეული ზეთი
  • 120გ კვერცხის გული
  • 150გ კარაქი
  • 100გ მოცვი და გამომშრალი მანგო
  • 100გ დაფხვნილი შოკოლადი
  • 1 ქილა “ნუტელა”
  • მარილი
  • ვანილი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 65მლ წყალი
  • 200გ შაქარი
  • 85გ ცილა

მომზადება

1გარეცხეთ და დაჭერით ცუკატები კუბიკებად. დაუმატეთ მოცვი და დაასხით თბილი წყალი 60 წუთი. “ნუტელა” გაყინეთ პარკში.

2.ცომის მოსამზადებლად თბილი რძე შეურიეთ საფუარს, შაქარს და ფქვილს. დატოვეთ თბილ ადგილას ნახევარი საათის განმავლობაში.

3.ახლა გადავიდეთ ცომის დამზადებაზე.  დაუმატეთ შაქარი, დარბილებული კარაქი, მცენარეული ზეთი, გული, ვანილი და მარილი. მოზილეთ ცომი მინიმუმ 5-10 წუთი. დაამატეთ ფქვილი და დაშაქრული ხილი, კვლავ მოზილეთ.

4.ცომი გაყავით სამ ნაწილად და გადაანაწილეთ 500გრ-იან ფორმებში.ფორმის ცენტრში მოათავსეთ ნუტელას ბურთი (ეცადეთ რომ დიდი ბურთულა იყოს). ცომი დატოვეთ ფორმებში და მოათავსეთ თბილ ადგილას ნახევარი საათი. დროის გასვლის შემდეგ, გადაიტანეთ და გააჩერეთ კიდევ ერთი საათის.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

6.მინანქრის მოსამზადებლად შაქარი და წყალი გააცხელეთ 4 წუთის განმავლობაში. მესამე წუთზე დაიწყეთ ცილის თქვეფა მიქსერით, ჩაასხით სიროპი და გააგრძელეთ თქვეფა კიდევ 3 წუთი.

7.გამომცხვარ კულიჩებს დააფარეთ ხელსახოცი 30 წუთი. მოასხით მინანქარი და გააფორმეთ.

გემრიელად მიირთვით!