შოკოლადის ტიტა ხაჭოთი – გაზაფხულის არომატები!

872

შოკოლადის ტიტები ნამდვილად განსაკუთრებული დესერტია. გაზაფხულს მაინვ განსხვავებულად უხდება და ალამაზებს. გულსართი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეცვალოთ. მე ხშირად ვამზადებ შესქელებული რძით. ნაზი ხაჭოც ძალიან უხდება.

თუ კაკაოს არ დაუმატებთ, მაშინ თქვენ თეთრ ტიტებს მიიღებთ. მაგრამ ამ შემთხვევაში 30გ ფქვილის დამატება მოგიწევთ. ხაჭოს ვუმატებ კარდამონს, ის გულსართს საოცარ არომატს სძენს.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 320გ
  • კარაქი 110გ
  • არაჟანი 130გ
  • შაქარი 140გ
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1,5 ჩაის კოვზი
  • ხაჭო 250გ
  • ლიმონის ცედრა 1 სუფრსი კოვზი
  • კარდამონი 0,5 ჩაის კოვზი
  • სიმინდის ფქვილი 1-2 სუფრის კოვზი
  • მარილი

მომზადება

1.ხაჭოს დაუმატეთ 60გ შაქარი, კვერცხის ცილა, ცედრა და კარდამონი. თუ მასა გამოვა თხევადი, მაშინ დაუმატეთ სახამებელი. დააფარეთ ხელსახოცი და შეინახეთ მაცივარში.

2.ფხვილს დაუმატეთ სახამებელი, შაქარი, მარილი, კუბიკებად დაჭრილი კარაქი. კარგად მოურიეთ, დაუმატეთ არაჟანი და კვერცხის გული. მოზილეთ რბილი ცომი.

3.ცომი შეინახეთ მაცივარში 40 წუთი. მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით 16 ნაწილად, თითოეული უნდა იყოს 40გ. მიეცით ბურთულის ფორმა.

4.გააბრტყელეთ მრგვლად, ცაჭერით ცენტრში, მოათავსეთ 1 ჩაის კოვზი შიგთავსი. გუსლართი დამალეთ ცომით და გადაახვიეთ. შეინახეთ 15 წუთი მაცივარში.

5.ორცხობილა მოათავსეთ საცხობ ფორმაზე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

შოკოლადის ორცხობილა რბილი გულსართით მზად არის. მოადუღეთ ყავა და დატკბით.

გემრიელად მიირთვით!