კარტოფილის სოკოს უნიკალური რეცეპტი – ამას სხვაგან ვერსად ნახავთ!

866

მეუღლის დაბადების დღეზე გადავწყვიტე ამ კერძის მომზადება. უბრალო სუფრა გავშალე: სალათები, ხემსები და მთავარი კერძი. მაგრამ მაინც შევძელი სტუმრების გაოცება. დღის ბოლოს ყველა ამ კერძის რეცეპტს მეკითხებოდა.

ერთი შეხედვით რთულია ამ კერძის შემადგენლობის ამოცნობა. კიდევ უფრო რთულია იმის მიხვედრა თუ როგორ უნდა მივიღოთ ეს ფორმა. სინამდვილეში უმარტივესია!

თქვენ დაგჭირდებათ უბრალო შუშის ბოთლი. 2 წუთი და კერძი მზად არის.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 700გ
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • სახამებელ 4 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 50გ
  • კარაქი 20გ
  • წიწაკა ჩილი 0,5 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • ნიორი 3 კბილი
  • სოუსი ტერიაკი 2 სუფრის კოვზი
  • ვაშლის ძმარი 2 სუფრის კოვზი
  • კამა გემოვნებით

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით, მოხარშეთ მარილიან წყალში. გადაასხით წყალი და დაჭყლიტეთ. დაუმატეთ სახამებელი და მოურიეთ მანამ, სანამ მასა არ შეიკვრება.

2.მიღებული ცომი დაანაწევრეთ და მიეცით ბურთის ბორმა. აიღეთ ცარიელი შუშის ბოთლი და დაააჭირეთ ცომს. თქვენ მიიღებთ სოკოს მსგავს ფორმას.

3.წვრილად დაჭერით ხახვი და წიწაკა. გააცხელეთ ტაფაზე ცხიმი და მოთუშეთ ბოსტნეული 2 წუთი.

4.ბოსტნეულს მოასხით სოუსი და ძმარი, დაუმატეთ კარტოფილის სოკო და კიდევ 5 წუთი მოთუშეთ. მზა კერძს მოაყარეთ მწვანილი და მოასხით სოუსი.

გემრიელად მიირთვით!