გაინტერესებთ მექსიკური ენჩილდასი მარტივად როგორ მოამზადოთ? – მაშინ სტატია ბოლომდე წაიკითხეთ

961

მექსიკა – მისი კულტურა და წესჩვეულებები უკვე დიდი ხანია მიზიდავს. მათი სამზარეულო ნამდვილად საოცრებაა. რადგან არ შემიძლია ამ ქვეყანაში მოგზაურობა ვაპირებ სსავახშმოდ ისეთი კერძი მოვამზადო, რომელიც გონებით გადამისვრის მექსიკაში.

დღეს ჩვენ ენჩილდასს მოვამზადებთ, ჩვენს ენაზე ეს ქათმის ფილეს რულეტია პიკანტური სოუსით.

ინგრედიენტები კერძისთვის

  • 600გ ქათმის ფილე
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი
  • შავი წიწაკა
  • 6-8 ტორტილას ფირფიტები ან ხორბლის როლები
  • 140გ ყველი
  • არაჟანი, მწვანე ხახვი და ქინძი

სოუსისთვის

  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ხახვი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული ძირა
  • 0,5 ჩაის კოვზი მწარე წითელი წიწაკა
  • 1 ჩაის კოვზი შებოლილი პაპრიკა
  • 1 ჩაის კოვზი ორეგანო
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 0,5კგ პომიდორი საკუთარ წვენში
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1,5 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.გაასუფთავეთ და დაჭერით ხახვი წვრილად. დააქუცმაცეთ ნიორი და ფილე. მოთუშეთ ქათამი ცხელ ტაფაზე ზეთში. მზადების ბოლოს დაუმატეთ ნივრის ფხვნილი, მარილი და წიწაკა. მოურიეთ და მოთუშეთ რამდენიმე წუთი.

2.სოუსის მოსამზადებლად მოთუშეთ ხახვი. დაუმატეთ ნიორი და სანელებლები. კარგად მოურიეთ.

3.ხახვის მასას დაუმატეთ დაკონსერვებული პომიდორი.

ჩაასხით ნახევარი ჭიქა წყალი. შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა შაქარი, მარილი და ძმარი. თავდახურული მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 – 15 წუთი.

6.საცხობი ფორმა დაამუშავეთ კარაქით, მოათავსეთ 2-3 სუფრის კოვზი სოუსი.

5.თვალით გაყავით სოუსი და გულსართი 6 ნაწილად. თითოეულ ფირფიტაზე მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი სოუსი, შემდეგ ქათამი, ხოლო ზემოდან – ყველი. მე გაუდას ვიყენებ, რადგან მარტივად დნება.

ფირფიტები დაახვიეთ რულეტისებურად და მოათავსეთ საცხობ ფორმაში. რულეტებს ზემოდან მოასხით სოუსი და მოაყარეთ ყველი.

6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

7.რულეტები ქათმით და სოუსით მზად არის.

გემრიელად მიირთვით!