კრემიანი ტორტი კაპუჩინოთი: რეცეპტი დღესასწაულისთვის შეინახეთ

1507

გსურთ ოჯახის წევრები რაიმე ტკბილი დესერტით გაახაროთ? მაშინ ეს კრემიანი ტორტი მოამზადეთ. რეცეპტი იმდენად მარტივია, რომ მას დამწყები კულინარიც კი გაუმკლავდება.

ამასთან ტორტის მომზადება დიდ დროს არ წაგართმევთ. ტორტის გემო ძალიან ნაზი გამოვა.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხი
  • 100 გრ შაქარი
  • 4 ს/კ თაფლი
  • 60 მლ ზეთი
  • 1-2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 3 ს/კ კაკაო
  • 1 ჭიქა ფქვილი

კრემის ინგრედიენტები:

  • 600 მლ რძე
  • 4 კვერცხის გული
  • 100 გრ შაქარი
  • 20 გრ ფქვილი
  • 50 გრ სახამებელი
  • 3 სწრაფად ხსნადი კაპუჩინო
  • ვანილი
  • 300 გრ კარაქი

მოსართავად:

  • გახეხილი შოკოლადი
  • ქოქოსის ფანტელები

მომზადება:

1. პირველ რიგში ბისკვიტი მოამზადეთ.

კვერცხი შაქართან და თაფლთან ერთად ათქვიფეთ. გაცრილ ფქვილს კაკაოს ფხვნილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და შემდეგ ზეთი დაუმატეთ. რბილი ბისკვიტის ცომი მოზილეთ.

ბისკვიტის ცომი ორ ან სამ ნაწილად გაყავით და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ. ბისკვიტის ფენების რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ტორტი უფრო მოგწონთ: თხელი თუ უფრო დიდი ფენებით.

2. ამ დროში კრემის მომზადება დაიწყეთ.

კვერცხის გული შაქართან ერთად ათქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ფქვილი და სახამებელი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

კაპუჩინო რძეში გახსენით, ვანილი დაუმატეთ და ცეცხლზე დადგით. ნელ-ნელა კვერცხის გულის ნარევი დაუმატეთ. სუსტ ცეცხლზე გასქელებამდე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ. მასას დუღილის საშუალება არ უნდა მისცეთ.

კრემი გააგრილეთ. ამის შემდეგ, ცალკე თასში კარაქი დარბილებამდე ათქვიფეთ და თანდათანობით მოხარშული კრემი დაუმატეთ.

3. როცა ბისკვიტის ფენები გაგრილდება, ტორტი ააწყვეთ.

თითოეულ ბისკვიტის ფენას ზემოთ და გვერდზე კრემი წაუსვით. ქოქოსის ფანტელები ან გახეხილი შოკოლადი მოაყარეთ. სურვილის მიხედვით ტორტი შოკოლადის განაშეთი მორთეთ ან კაკალი მოაყარეთ.

თქვენ ყველაზე მეტად რომელი დესერტი გიყვართ?