უგემრიელესი ორცხობილა ნიგვზით და ფინიკით

756

მე ასეთ ორცხობილას ძალიან ხშირად ვამზადებ, სხვადასხვა გულსართით. შემდეგ მომაფიქრდა ფინიკის და ნიგვზის მიქსი, ძალიან გემრიელი გამოდის.

რჩევა: თუ ბლენდერი არ არის ძლიერი, მაშინ უმჯობესია ხორცსაკეპში გაატაროთ ფინიკი.

სახლში მომზადებუკ ტკბილეულს ვერაფერი შეედრება!

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 300გ
  • მზესუმზირის ზეთი 120მლ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 100გ
  • ვანილი 15გ
  • რძე 60მლ
  • სიმინდის სახამებელი 1 სუფრის კოვზი
  • მშრალი რძე 1 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი
  • ფინიკი 400გ
  • ნიგოზი 100გ
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • კარაქი 20გ

მომზადება

1.ფინიკს დაასხით ცხელი წყალი 15 წუთი. გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით, მოაშორეთ თესლი. დააქუცმაცეთ ფინიკი ნიგოზთან ერთად.

2.გულსართს დაუმატეთ კაკაო და დარბილებული კარაქი, მოურიეთ მასას. მიეცით საშუალო ზომის ჯოხის ფორმა.

3.ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და ვანილი. ჩაასხით რძე და ზეთი. ნელ-ნელა მოაყარეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. მოზილეთ რბილი ცომი.

4.გააბრტყელეთ ცომი. ერთი მხარე უნდა უტოლდებიდეს ფინისგის და ნიგვზის ჯოხს. გულსართი მოათავსეთ ცომის კიდეში და გადაახვიეთ ისე, რომ დახურული ძეხვი გამოგივიდეთ. დაჭერით ორცხობილები.

5.ჩამოუსვით ჩანგალი. ორცხობილა მოათავსეთ საცხობ ფორმაზე. გამოაცხეთ 15-20 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!