ოსპის სუპი, რომელიც 30 წუთში მზად არის

4971

ცივ ამინდებში ძალიან მიყვარს ცხელი სუპები. მაგრამ ეს ჩემი ფავორიტია! დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც გაგილამაზებთ ზამთრის ცივ დღეებს.

ინგრედიენტები

  • 220გ წითელი ოსპი
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • ბულგარული წიწაკა
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1,5 ჩაის კოვზი კარაქი
  • 1 კარტოფილი
  • 1ლ ცხელი წყალი ან ბულიონი
  • ძირა
  • ქინძი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.გარეცხეთ ოსპი. ხახვი დაჭერით საშუალო ნაჭრებად, წვრილად დაჭერით სტაფილო. დააქუცმაცეთ ბულგარული და ნიორი.

2.ქვაბში ჩაასხით მცენარეული ზეთი და დაუმატეთ კარაქი. მოაყარეთ ხახვი, მოთუშეთ, შემდგომ მოაყარეთ ნიორი და სტაფილო. ბოსტნეული მოთუშეთ რამდენიმე წუთი.

3.ბოსტნეულს დაუმატეთ წიწაკა. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, ძირა. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ პომიდვრის პასტა.

ბოსტნეულს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი. მოთუშეთ კარტოფილი კიდევ 2 წუთი.

4.დაუმატეთ გარეცხილი ოსპი და მოასხით ცხელი წყალი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ბულიონი და დაუმატოთ ხორცი. ადუღების შემდეგ დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთი.

5.მზა სუპი დააბლენდერეთ. დაარეგულირეთ სისქე, მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ დაქუცმაცებული მწვანილები.

გემრიელად მიირთვით!