ნამცხვარი „ზებრა“ ბებიის რეცეპტით. ეს დესერტი ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს

1045

ახლში გამომცხვარი ნამცხვრებიდან „ზებრა“ ყველაზე გამორჩეულია. რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი სილამაზის შექმნა ძალიან სწრაფად, ჩვეული ინგრედიენტებით სახლის პირობებში შეიძლება.

ბებიის რეცეპტით მომზადებულ ნამცხვარს „ზებრა“ ენით აღუწერელი ნაზი გემო ექნება. ნამცხვრის ნახატი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მთავარი – მთელი გულით აცხვეთ!

ნამცხვარი „ზებრა“


ინგრედიენტები:

  • 4-5 კვერცხი
  • 180 გრ შაქარი
  • 200 გრ არაჟანი
  • 100 გრ კარაქი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • 1 ს/კ კაკაო

მომზადება:

1. კვერცხი შაქართან ერთად ქაფის წარმოქმნამდე კარგად ათქვიფეთ.


2. არაჟანი, რბილი კარაქი, ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ცომი მოზილეთ. ოლადების მსგავსი ცომი უნდა მიიღოთ.

3. ცომი ორ თასში თანაბრად გადაანაწილეთ. ცომის ერთ ნაწილს კაკაო დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

4. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით.

5. საცხობი ფორმის ცენტრში სუფრის კოვზით მორიგეობით თეთრი და შოკოლადის კოვზი დაასხით, სანამ არ დასრულდება.

6. კბილის ჩხირით ან კოვზის წვერით ცენტრიდან კუთხეებისკენ მცირე სიღრმის ხაზები გაავლეთ. ლამაზი ნახაზები გამოგივათ.

7. ღუმელი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით აცხვეთ.

ამ ზოლებიანი ნამცხვრის შესანიშნავი რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.