ულამაზესი და უგემრიელესი ტორტი “ხილი ჟელეში”

869

ამ დესერტმა თავდაპირველად დიზაინით მომხიბლა. იმდენად ლამაზია, რომ დასაჭრელად დაგენანებათ. სტუმრების გასაოცებლად ძალიან კარგი ვარიანტია.

ინგრედიენტები გათვლილია 21სმ ფორმისთვის. ამ შემთხვევაში ფირფიტები გამოდის საკმაოდ მაღალი.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 6 ცალი
  • შაქარი 130გ
  • დაკონსერვებული ანანასი 1 ცალი
  • ნაღები 200მლ
  • გახეხილი ქოქოსი 80გ
  • თეთრი შოკოლადი 100გ
  • წყალი 400მლ
  • ბროწეული 1 ცალი
  • ლიმონი 1 ცალი
  • თეთრი ყურძენი 150გ
  • ხორბლის ფქვილი 150გ
  • მარილი
  • ნაღების ყველი 700გ
  • შაქრის ფხვნილი 250გ
  • ვანილის ექსტრატი 10გ
  • კარაქი 130გ
  • ჟელატინი 10გ
  • ფორთოხალი 1 ცალი
  • კუმკვატი 150გ
  • პიტნა

მომზადება

1.ბისკვიტი. განაცალკევეთ ცილა და გული. მიქსერით ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად. ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა. თითო-თითოდ დაუმატეთ კვერცხის გული და შემდეგ გაცრილი ფქვილი.

2.მზა ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. ფორმის კუთხეები არ დაამუშაოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცომი არ ამოვა. გამოაცხეთ ბისკვიტი 180 გრადუსზე 35 წუთი. ბისკვიტი კარგად უნდა გაგრილდეს. გაჭერით 3 ნაწილად.

3.კრემი. ცივი ნაღები ათქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე, პროცესში მოუმატეთ სიჩქარეს. შესქელებულ ნაღებს დაუმატეთ 400გ ნაღების ყველი და 150გ შაქრის ფხვნილი. მოურიეთ, დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი. მოაყარეთ ქოქოსი და ნიჩბით გადაურიეთ.

4.დესერტის აწყობა. კულინარიულ წრეში მოათავსეთ პირველი ფენა ბისკვიტი. წაუსვით კრემი, ზემოდან დაჭრილი ანანასი გადაანაწილეთ, დააფარეთ მეორე კორჟი, გაიმეორეთ რიგითობა. მესამე კორჟი დანამეთ კონსერვირებული ანანასის წვენით. დააფარეთ პაკეტი და შეინახეთ 4 საათი მაცივარში.

5.დესერტს მოაჭერით 1 გვერდი. გაალღვეთ 100გ თეთრი შოკოლადი 30გ კარაქთან ერთად. მიღებული მინანქარი მოასხით ტორტს. დაჭერით და გადაანაწილეთ ხილი.

6.ჟელე. 400მლ წყალში მოამზადეთ ჟელე. გააცხელეთ მასა, არ აადუღოთ. გააგრილეთ.

7.კრემი ტორტის გასაფორმებლად. ათქვიფეთ 100გ კარაქი 100გ შაქრის ფხვნილთან და 300გ ნაღების ყველთან ერთად. მიღებული კრემი წაუსვით ტორტის გვერდებს.

8.საკონდიტრო წრის დახმარებით დააფიქსირეთ აცეტატის პაკეტი. ჩაასხით ჟელე. მოახსენით პაკეტი და ისევ წაუსვით კრემი. გადაანაწილეთ დარჩენილი ხილი.

გემრიელად მიირთვით!