მოხარშული ცომი ეკლერისთვის: ძირითადი რეცეპტი და რამდენიმე ხრიკი

809

შინაურული ცომეულით გატაცებულმა ხალხმა იცის, რომ მოხარშული ცომი ერთ-ერთი ყველაზე პრეტენზიულია, მაგრამ ბევრისთვის საყვარელი ეკლერი სწორედ მისგან მზადდება. სერიალ „იპ პიროგოვის“ მთავარ კონდიტერს, ევგენი ტერენტევოს ახალი სეზონისთვის 90 ცალი ეკლერის მომზადება მოუწია და ახლა მოხარშული ცომის შესახებ ყველაფერი იცის. საკუთარ ხრიკებს ახლა თქვენ გიზიარებთ.

ფრანგული მოხარშული ცომის მთავარი რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 250 გრ წყალი
  • 5 გრ მარილი
  • 5 გრ შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 150 გრ ფქვილი
  • 4-5 კვერცხი

აღჭურვილობა:

  • სასწორი
  • ღრმა ტაფა სქელი ძირით
  • საკონდიტრო ტომარა (საშუალო ზომის)
  • ფრანგული ვარსკვლავის თავსაცვი 14-16 მმ (
  • პერფორირებული ხალიჩა (თუ „მეგობრებისთვის“ ამზადებთ – საცხობი ქაღალდი გამოდგება, მაგრამ თუ საუკეთესო შედეგის მიღება გსურთ, ხალიჩა მნიშვნელოვანია)
  • სათქვეფელა, ხის ნიჩაბი, დიდი თასი, საცერი

მოხარშული ცომის მომზადება:

  1. ღრმა ტაფაში წყალი ჩაასხით, შაქარი, მარილი და კუბებად დაჭრილი კარაქი დაუმატეთ. ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და სათქვეფელით აურიეთ. ცეცხლიდან გადმოდგით.
  2. წინასწარ გაცრილი ფქვილი ცხელ სითხეს სწრაფად დაუმატეთ. ხის ნიჩბით კარგად და ინტენსიურად აურიეთ, სანამ ფქვილი არ გაიხსნება.
  3. ცეცხლზე დადგით და ცომი თუშეთ, მუდმივად აურიეთ. საბოლოოდ, ბურთად უნდა შეიკრას და მშრალი ქერქი არ უნდა შექმნას.
  4. ცხელი ცომი პლანეტარული მიქსერის ჭიქაში გადაიტანეთ ან უბრალოდ თასში, თუ მიქსერი არ გაქვთ.
  5. 5 კვერცხი აიღეთ, ცალკე ჭურჭელში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ნაწილ-ნაწილ ცხელ ცომს დაუმატეთ. თითოეული კვერცხის პორციის დამატების შემდეგ ნიჩბით კარგად აურიეთ! ბოლო პორცია წვეთობით დაუმატეთ, რომ გლუვი და ლამაზი მასა მიიღოთ. ის მიიღწევა, როცა ცომი ნიჩბიდან სამკუთხედად დაიშლება, ამასთან არ ჩამოწვეთავს. პრაქტიკა ცომის შეგრძნებას და თვალით განსაზღვრას გასწავლით, საჭიროა თუ არა კორექტირება. ცომი თავსაცავ წამოცმულ საკონდიტრო ტომარაში გადაიტანეთ.
  6. ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე 275 გრადუსამდე გაახურეთ. ელექტროღუმელების უმეტესობა 250 გრადუსამდე ხურდება. რეჟიმი: ზედა-ქვედა.
  7. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე ეკლერები დააწყვეთ. თუ ხალიჩას იყენებეთ – მასზე ჩვეულებრივ ფორმები მოცემულია. შეგიძლიათ მის მიხედვით გააკეთოთ, მაგრამ მე 1,5 სმ სიგრძის ეკლერებს ვაკეთებ. სხვათა შორის, ეკლერი თანაბარი გამოვა, თუ ფორმის გაკეთების დროს არა გვერდზე, არამედ თქვენსკენ გაწევთ. საცხობი ფორმა შესაბამისი მიმართულებით შემოატრილეთ და უფრო მოსახერხებელი იქნება.
  8. შემდეგ, საინტერესო რამ. ცხობის დროს ეკლერის დეფორმაციის რისკი რომ შეამციროთ და მას გემრიელი კარამელის შეფერილობა მიანიჭოთ – ზემოდან შეგიძლიათ ზეთით დანამოთ. შემდეგ ცოტა შაქრის პუდრა საცერში გაცერით და პუდრა მოაყარეთ.

ხრიკები მოხარშული ცომისთვის

მოხარშულ ცომს სჯობს ხის ნიჩბით აურიოთ. ასე მასას იგრძნობთ და ცომის მომზადების მომენტი არ გამოგრჩებათ.

მოხარშულ ცომს თითო-თითო კვერცხი დაუმატეთ და თითოეული დამატებული კვერცხის შემდეგ ცომი კარგად მოზილეთ. კვერცხის რაოდენობა რეცეპტზეა დამოკიდებული, მაგრამ ბოლო კვერცხი სჯობს ჩანგლით აურიოთ და თანდათანობით მასა შეამოწმოთ.

სწორად მომზადებული ცომი ნიჩბიდან ნელ-ნელა ჩამოიწვეთება და სამკუთხედს შექმნის. შეგიძლიათ მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმოთ: ცომში ჩარჭობისას ზოლი იმწამსვე იკუმშება.

ეკლერები საცხობ ფორმაზე ერთმანეთისგან დაშორებით დააწყვეთ, რომ მათ შორის ჰაერის ცირკულაცია იყოს და თანაბრად ამოვიდნენ.

ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე უნდა გაახუროთ. საცხობი ფორმა ღუმელში შედგით და ტემპერატურა 170 გრადუსამდე დაწიეთ. 45-60 წუთით აცხვეთ და მომზადების დროს ღუმლის კარი არავითარ შემთხვევაში არ გააღოთ. ეკლერის მზაობა 40 წუთის შემდეგ შეამოწმეთ.

და კიდევ ერთი რჩევა: ჩვენ ეკლერის მოხარშული კრემით ნახვას მიჩვეული ვართ, მაგრამ ის შეიძლება არა მხოლოდ ტკბილი, არამედ წასახემსებელი იყოს. წითელი თევზის და ხაჭო-ყველის ვარიანტები ძალიან მომწონს. სცადეთ!