შოტლანდიიდან ჩამოტანილი ცხობილას რეცეპტი – შეუდარებელია!

725

მწყემსების ნამცხვარი, რომლის რეცეპტიც ჩვენამდე შოტლანდიიდან მოვიდა. ორიგინალურ რეცეპტში მას ნარჩენი ხორცისგან და კარტოფილისგან ამზადებენ. ასე ვთქვათ სწრაფი მომზადების კერძია. ამ ეტაპზე მას თანამედროვე მეთოდებით მოვამზადებთ.

ინგრედიენტები

  • 1კგ კარტოფილი
  • 700გ ფარში
  • 2 სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 50მლ მცენარეული ზეთი
  • 2 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
  • 100გ ყველი
  • კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი რძე
  • მარილი და სანელებლები

მომზადება

1.გარეცხეთდა გაასუფთავეთ კარტოფილი. დაჭერით. აადუღეთ წყალი და მოხარშეთ. გაასუფთავეთ და გახეხეტ სტაფილო. დააქუცმაცეთ ხახვი ან დააბლენდერეთ.

2.მოთუშეთ ხახვი ტაფაზე ზეთთან ერთად, დაუმატეთ სტაფილო. მოთუშეთ პროდუქტები დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. ტაფაზე არსებულ მასას დაუმატეთ ფარში და ცოტა წყალი. კარგად მოურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე ფარშის მომზადებამდე. ბოლოს დაუმატეთ პომიდვრის პასტა, მოურიეთ და მოაყარეთ მარილი.

3.გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ ხორცის მასა და კარგად დატკეპნეთ. მოხარშული კარტოფილი დაჭყლიტეთ, გადაასხით წყალი. დაუმატეთ რძე, კვერცხი, მარილი და სანელებლები.ხორცის ფენაზე გადაანაწილეთ კარტოფილი ფენა.

4.სუფირს კოვზით მიეცით კარტოფილსის ფენას ფორმა. გახეხეთ ყველი და მოაყარეთ ცხობილას. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 40 წუთი.

როგორც ხედავთ არაფერია ამ კერძში რთული. ძალიან სასიამოვნოდ გამოიყურება გემოზე, რომ აღარაფერი ვთქვა.

გემრიელად მიირთვით!