დედაჩემი სადღესასწაულო სუფრას ქაშაყის სალათის გარეშე ვერ წარმოიდგენს. დღეს მე გასწავლით ამ სალათის მარტივი ინგრედიენტებისგან მომზადებას, ამავდროულად არასტანდარტული კერძი გამოგივათ.
ინგრედიენტები
- 3-4 სტაფილო
- 2 ჭაქხალი
- 3 კარტოფილი
- 2 კვერცხი
- 300გ ქაშაყის ფილე
- 0,5 ხახვი
- 8გ ჟელატინი
- 300გ მაიონეზი
- მარილი
- სალათის ფორმა
მომზადება
1.ბოსტნეული მოხარშეთ ან გამოაცხეთ.
საქმე იმაშია, რომ გამომცხვარი ბოსტნეული ნაკლებად იწოვს სითხეს, ამიტომაც ის უფრო ინარჩუნებს გემოს.
2.თევზის ფილე დაჭერით კუბიკებად.
3.გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით კარტოფილი.
4.ჭარხალი, სტაფილო და მოხარშული კვერცხი გახეხეთ.
5.მაქსიმალურად წვრილად დაჭერით ხახვი. დაუმატეთ მარილი, შაქარი, ძმარი. მოურიეთ და დატოვეთ 15-20 წუთი. დამარინადებული ხახვი იძენს მოტკბო-მომჟავო გემოს და ის ძალიან ხრაშუნაა.
6.წყალი მოასხით ჟელატინს და დატოვეთ 10 წუთი.
7.გამოწურეთ ჟელატინი და დაუმატეთ მაიონეზი. აქციეთ ერთგვაროვან მასად.
8.დაქუცმაცებულ ინგრედიენტებს ცალკე ჯამში დაუმატეთ მაიონეზი.
9.ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი. ააწყეთ ფენები: ჭარხალი, სტაფილო, ქაშაყი, კვერცხი. ბოლო ფენა კი კარტოფილი. ეს ყველფერი სწრაფ ტემპში უნდა აკეთოთ, რადგან მაინეზი და ჟლატინი მალევე მაგრდება.
10.სალათს დააფარეთ პაკეტი და მოათავსეთ მაცივარში.
11.ფორმას დააფარეთ თეფში და გადმოაბრუნეთ. გააფორმეთ მწვანილით და დატკბით.
გემრიელად მიირთვით!