ჩირბული – მარტივი და ყუათიანი აჭარული საუზმე

4069

ეს მარტივი და ყუათიანი საუზმის კერძია. აღსანიშნავია, რომ ქართულ სამზარეულოში სპეციალურად საუზმისთვის მომზადებული კერძები ბევრი არ არის. აჭარული სამზარეულო ამ მხრივ გამონაკლისია.

ინგრედიენტები: 

  • პამიდორი – 500 გ
  • კვერცხი – 4 ცალი
  • ყორაო (კვაწარახი) – 15 გ
  • ხახვი – 80 გ
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • ოხრახუში – 10 გ
  • ზეთი – 15 მლ
  • წყალი – 80 მლ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დაბალ ცეცხლზე მოშუშეთ გაოქროსფრებამდე. შემდეგ დაამატეთ დაკეპილი ან გახეხილი ნიორი.
  2. სანამ ეს მასა მოიშუშება, პამიდორს კანი გააცილეთ, წვრილად დაჭერით და ტაფაში ჩაამატეთ. დაუმატეთ ყორაო, დაასხით წყალი და დაბალ ცეცხლზე 7-8 წუთს. შეაზავეთ მარილით.
  3. კარგად რომ მოუშუშება, დაამატეთ კვერცხები. დაახურეთ თავზე და დაელოდეთ კვერცხის მომზადებას. კვერცხი კარგად რომ მოიხარშება, გადმოდგით ცეცხლიდან და მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

სულ ესაა, კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით!