ღამის ცომი: ვამზადებ საღამოს, ხოლო დილით თვალებს ვერ ვუჯერებ

2638

ცომის რეცეპტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ზედგამოჭრილია დაკავებული, მოუცლელი დიასახლისებისთვის. ამ მარტივი, მოსახერხებელი და პრაქტიკული მეთოდით ამოყვანილი ცომი ძალიან ფუმფულა და რბილია, ხოლო მისგან დამზადებული ფუნთუშები – საოცრად ჰაეროვანი და არომატული. ცომმი მზადდება ღამით, ხოლო უშუალოდ ცხობის პროცესს დილის საათებში უნდა შევუდგეთ. ასე ყველაზე დაკავებული დიასახლისებიც კი მოახერხებენ დროის გამონახვას და ოჯახის წევრების განებივრებას არომატული ფუნთუშებით.

ღამის ცომი არომატული ფუნთუშებისთვის

ინგრედიენტები:

  • 250 მლ რძე
  • 25 გრამი საფუარი
  • 2 კვერცხი
  • ფქვილი – 3 ან 3,5 ჩაის ჭიქა
  • 80 გრამი კარაქი
  • ნახევაღი ჭიქა შაქარი
  • ნახევაღი ჩაის კოვზი მარილი

მომზადება:

1. შესაბამისი ზომის ჭურჭელში ჩაასხით თბილი რძე, დაამატეთ საფუარი და კარგად ურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.

2. კვერცხი თავის გულთან და ცილასთან ერთად კარგად ათქვიფეთ მიქსერის გამოყენებით და ჩაამატეთ რძისა და საფუვრის ნარევში. უმჯობესია ცომის ამოსაყვანად მიქსერის გამოყენება, რადგან ასე ის კიდევ უფრო ჰაეროვანი და მოცულობითი გამოდის, თანაც ხელით ამ დავალებისთვის თავის გართმევა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. დააყენეთ მიქსერი საშუალო სიჩქარეზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში კარგად ურიეთ კვერცხის, რძისა და საფუვრის ნარევს.

3. მორევის პარალელურად, ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაამატეთ შაქარი და ფქვილი. როდესაც ყველა ინგრედიენტს გააერთიანებთ, განაგრძეთ მორევა კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

4. ერთგვაროვანი მასის წარმოქმნის შემდეგ ცომში ზეთის ჩამატების დრო დგება. ზეთის ჩამატებიდან კიდევ 5-6 წუთი აუცილებლად კარგად ურიეთ ცომს მიქსერის გამოყენებით. თქვენ მიიღებთ ბლანდ, ერთგვაროვან მასას.

5. დატოვეთ ცომი ჭურჭელში, გადააკარით სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით.

დილით, გაღვიძებისას გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, მოათავსეთ ის ფქვილ მოყრილ ზედაპირზე და ხელის კარგად დაამუშავეთ. იდეალური ცომი კულინარიული შედევრების შესაქმნელად მზად არის!

როგორც უკვე გითხარით, ამ მეთოდით ამოყვანილი ცომი საოცრად რბილი და მოცულობითია. მისგან მარტივად შეძლებთ ძალიან არომატული ფუნთუშების, რულეტებისა და ნამცხვრების მომზადებას. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მასში შიგთავსის დამატებაც. გამსოაცხობად გამზადებულ ფუნთუშებს ზემოდან სპეციალური ფუნჯის გამოყენებით კვერცხის გული მოუსვით და შედგით ღუმელში გამოსაცხობად. სულ რამდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ ოჯახის წევრების გამასპინძლებას უგემრიელესი, საოცრად არომატული ფუნთუშებით.