დღეს ჩვენ გთავაზობთ კერძს “ხასან – ფაშა”. ღუმელში გამომცხვარი კატლეტები ყველის შიგთავსით. ხოლო ზემოდან დამატებული პიურე. რეცეპტი სათავეს თურქეთიდან იღებს.
ინგრედიენტები კატლეტებისთვის
- 400გ ხორცის ფარში
- 50მლ რძე
- 1 ხახვი
- 2 ნაჭერი თეთრი პური
- 1/2 ჩაის კოვზი ძირა
- 50გ ყველი
- მარილი და წიწაკა
ინგრედიენტები პიურესთვის
- 4 გასუფთავებული კარტოფილი
- 50მლ რძე
- 50გ ყველი
- 30გ კარაქი
- მარილი
მომზადება
1.დავიწყოთ, როგორც წესია ფარშით. მე ვიყენებ საქონლის ფარშს. ხორცს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, რძიანი პური, მარილი, წიწაკა და ძირა. მოურიეთ. უმჯობესია ფარში დაბეგვოთ.
2.ამ კერძისთვის აუცილებელია საუკეთესო ხარისხის ყველი. 100გ ყველი გაყავით შუაზე, ერთი ნაწილი გახეხეთ, მეორე გვერდზე გადადეთ დროებით.
3.იურეს მოსამზადებლად მოხარშეთ კარტოფილი, დაუმატეთ ყველი, რძე და კარაქი.
4.დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მასზე მოათასვეთ ფარში. გამოაცხეთ 220 გრადუსზე 10-15 წუთი.
5.დარჩენილი ყველი დაჭერით კუბიკებად. მოათავსეთ ხორცზე და ზემოდან დაადეთ პიურე. ისევ შეაბრუნეთ ღუმელში 10 წუთით.
გემრიელად მიირთვით!