ჯანჯაფილის ნამცხვარი-უმარტივესი რეცეპტი და გასაოცარი შედეგი!

769

უბრალოდ უნდა გამოაცხოთ ერთი ფირფიტა (20 წუთი) და გაჭრათ შუაზე. კრემის ნაცვლად გამოიყენეთ პუდინგის ფხვნილი და გაიმარტივეთ საქმე.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 6 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 135გ
  • გამაფვხიერებელი 1,5 ჩაის კოვზი
  • შაქარი 250გ
  • კაკაო 2 სუფრისკოვზი
  • რძე 1,2ლ
  • ნაღების პუდინგი 120გ
  • ესპრესო 4-5 სუფრის კოვზი
  • კარაქი 300გ
  • თაფლაკვერი 500გ
  • მოცხარის ჯემი და შავი შოკოლადი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ბისკვიტი. განაცალკევეთ ცილა და გული, ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად. ნელ-ნელა დაუმატეთ 100გ შაქარი.

2.დაუმატეთ გული, ფქვილი 120გ, მოზილეთ ცომი და გამოაცხეთ 20 წუთი. მზა ბისკვიტი გაჭერით შუაზე.

3.რბილ კარაქს დაუმატეთ პუდინგი, 2 კოვზი ფქვილი, 150გ შაქარი და ესპრესო. მოურიეთ და აადუღეთ შესქელებამდე.

4.ააწყეთ დესერტი! პირველი ფენა ბისკვიტი, წაუსვით ჯემი, ზემოდან მოათავსეთ ჯანჯაფილის ორცხობილები.

5,კრემის ნახევარი, ისევ ფირფიტა და დარჩენილი კრემი. მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი.

გემრიელად მიირთვით!