ქართველები ამ კერძს მუჟუჟს ეძახიან, ის სადღესასწაულო მაგიდის ნამდვილი სამშვენისია.
ეს ნოყიერი კერძი ძალიან უყვართ მამაკაცებს, მაგრამ ქალბატონებიც არ ამბობენ მასზე უარს.
ინგრედიენტები
- 4 ღორის ფეხი
- ხახხვი
- 3 კბილი ნიორი
- 10 შავი წიწაკის მარცვალი
- 5 სურნელოვანი წიწაკის მარცვალი
- დაფნის ფოთოლი
- 150მლ წითელი ძმარი
- მარილი
მომზადება
1.დაიწყეთ ღორის ფეხებით. ისინი უნდა იყოს იდეალურად სუფთები. მთელი ღამით მოათავსეთ წყალში და დიდლით ისევ გაწმინდეთ.
2.მოხარშეთ ფეხები ღრმა ქვაბში, მჭიდროდ ჩაალაგეთ. დაასხით წყალი. დადგით მაღალ ცეცხლზე და წამოადუღეთ. შემდეგ ხარშეთ 3 საათი დაბალ ცეცხლზე. ბულიონი უნდა გახდეს გამჭირვალე. აუცილებლად მოაშორეთ დაგროვილი ნადები. 2 საათი დუღილის შემდეგ დაუმატეთ ხახვი, წიწაკა, მარილი და დაფნა.1 საათის შემდეგ გამორთეთ ცეცხლი.
3.გააგრილეთ ხორცი, ხოლო ბულიონი გამოწურეთ. ხორცს მოაშორეთ ძვლები. დაჭერით წვრილად და მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. ბულიონს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და ძმარი.
4.მოასხით ბულიონის მასა და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.
მუჟუჟი მზად არის, გემრიელად მიირთვით!