აღმოსავლური სამზარეულოს შეფის რეცეპტი

744

რა მოვამზადოთ საუზმეზე?

ამ შეკითხვისთვის დღეს საუკეთესო პასუხი მოვამზადეთ.

დაჭერით ლავაში, შემდეგ . . . აიღეთ ფურცელი, კალამი და ჩაიწერეთ ეს საოცარი რეცეპტი. ლავაშის ნამცხვარი ყველით, მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად.

ინგრედიენტები

  • 200გ ლავაში
  • 3 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 100გ კეფირი
  • 180გ ლორი
  • 100გ ყველი
  • კამა და ოხრახუში
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.დაჭერით ლავაში.

2.ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოასხით კეფირი და დაუმატეთ არაჟანი. მოაყარეთ მწვანილი.

3.მასაში ჩაყარეთ ლავაში. კარგად მოურიეთ. დაჭერით ლორი გრძლად, გახეხეთ ყველი.

4.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი. ჩაასხით ნახევარი კვერცის მასა ლავაშთან ერთად. მოაყარეთ ლორი და ყველი. ზემოდან მოასხით კვერცხის მასა.

5.მოაყარეთ ყველი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!