სახლში მომზადებული ძეხვი ღორის ხორცისგან

3439
სახლში მომზადებული ძეხვი ღორის ხორცისგან
სახლში მომზადებული ძეხვი ღორის ხორცისგან

როდის ჭამე ბოლოს ნამდვილი სახლში გაკეთებული ძეხვი? ადამიანების უმეტესობა მაღაზიებში შერბიან, უკვე მზა შებოლილ ან მოხარშულ ნახევრად მზა პროდუქციას ყიდულობენ და იმაზე არც ფიქრობენ თუ რას ჭამენ და ასეთ ძეხვში ხორცი საერთოდ არის თუ არა.

გთავაზობთ სახლში მომზადებული ღორის ძეხვს რეცეპტს. არაფერი ზედმეტი – მხოლოდ ხორცი და სანელებლები. მოთმინების მოკრება მოგიწევთ, მაგრამ შედეგი ამად ღირს: დახვეული ძეხვი წვნიანი, მსუყე და ერთგვაროვანი გამოვა. ერთადერთი ნაკლი – ძალიან სწრაფად შეიჭმება.

ღორის ხორცის ძეხვი

ინგრედიენტები:

  • 2 კგ ღორის ხორცი
  • 20 გრ სუფრის მარილი
  • 15 გრ ნიტრიტის მარილი
  • 1 ს/კ ხმელი დაფქული ნიორი
  • 1 ს/კ ხმელი აჯიკა
  • ჭურჭელი მარინადისთვის
  • საცხობი ცელოფანი

მომზადება:

1.ხორცი გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცზე გამოაშრეთ.

2.ხორცი 1 სმ-ის სისქეზე დაჭერით, შემდეგ თხელ ზოლებად გაჭერით, ამ მეთოდით ძეხვი უფრო მკვრივი გამოვა.

3.მნიშვნელოვანია, რომ ხორცის დაქუცმაცების და ძეხვის ამოვსების დროს ნედლეულის ტემპერატურა 8-10 გრადუსს არ აღემატებოდეს. გაცხელებული ხორცი დრო და დრო საყინულეში გააგრილეთ. ეს ბულიონის შეშუპებას თავიდან აგაცილებთ, როცა ცხობის დროს ძეხვის შიგნით სითხის ბუშტუკები გაჩნდება.

4.ხორცი მარინადის ჭურჭელში გადაიტანეთ. მას ნიორი, მარილი და სანელებლები დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

5.თავსახური დაახურეთ და მაცივარში დღე ან დღე ნახევარი მარინადში ჩადებული გქონდეთ.

6.ამის შემდეგ ხორცის ¼ ნაწილი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. ეს იმიტომ არის საჭირო, მსხვილი ხორცის ნაჭრების გარდა, უფრო რბილი ხორციც იყოს, რომელიც ძეხვის ყველა სიცარიელეს ამოავსებს და მას კიდევ უფრო მკვრივს და ერთგვაროვანს გახდის.

7.ფარში და დაჭრილი ხორცი კარგად აურიეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ძეხვის მომზადების ლიტერატურის მიხედვით, ძეხვის მორევის პროცესი მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ თეთრი ძაფები არ გამოჩნდება. პროცესის დაჩქარებას შეძლებთ, თუ ფარშში ყინულს ან ყინულს წყალს დაამატებთ.

8.მზა ფარში 3-4 ერთნაირი ზომის ფორმებად გადაანაწილეთ. ჰაერი და სიცარიელე რომ გააქროთ, კარგად გააბრტყელეთ.

9.თითოეული ნაწილი საცხობ ცელოფანში გაახვიეთ. ერთი ბოლო ძაფებით შეკარით. მეორე მხრიდან  კი ცელოფანი ატრიალეთ, რომ ფარში მაქსიმალურად მკვრივი გამოვიდეს.

10.ძეხვი კვლავ მაცივარში შეინახეთ.

11.24 საათის შემდეგ მაცივრიდან ძეხვი გამოიღეთ და 80 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 2-3 საათი გამოაცხვეთ. იდეალური იქნება თუ საკვების საზომი თერმომეტრი გექნებათ. თერმომეტრით ძეხვის ტემპერატურა გაზომეთ, მისი ტემპერატურა 72 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს.

12.ღუმელიდან გამოღებული ძეხვი ყინულის წყალში გააგრილეთ და 5 საათით მაცივარში შედგით.

13.შეიძლება ისე მოხდეს, რომ გამოცხობის დროს ხორცის წვენის ნაწილი გამოვიდეს. ამას, რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ, მაგრამ თუ ასე გამოვიდა, არაფერი საშიში არაა: ძეხვი ამით არ გაფუჭდება, უბრალოდ უფრო მაგარი იქნება.

14.სახლში მომზადებული ღორის ძეხვი მზად არის. შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ ან საყინულეში სადღესასწაულო სუფრებისთვის შეინახოთ.

15.გემრიელად მიირთვით!

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!