უგემრიელესი ტორტი “ჟოლოს სიურპრიზი”

778

ნაღების დესერტი საოცრად ნაზია, მას ძალიან უხდება ჟოლოს სიმჟავე. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ და თქვენი გემოვნების მიხედვით მოამზადოთ.

ინგრედიენტები

  • ჟოლო 400გ
  • ჟოლოს ჟელე 90გ
  • ნაღები 500მლ
  • შაქრის ფხვნილი 3 სუფრის კოვზი
  • ჟელატინი 3 ჩაის კოვზი
  • წყალი 460მლ

მომზადება

1.ჟელე გახსენით 400მლ ცხელ წყალში და დაელოდეთ მის გაგრილებას. პატარა ჯამი შეახვიეთ პაკეტში. მოათავსეთ 300გ ჟოლო და მოასხით გაგრილებული ჟელე. მოათავსეთ მაცივარში 2 საათი.

2.გაალღვეთ ჟელატინი 60მლ ცხელ წყალში, ურიეთ ენერგიულად. ათქვიფეთ მიქსერით გაგრილებული ნაღები შასქრის ფხვნილთან ერთად. დაუმატეთ თბილი ჟელატინი და ისევ ათქვიფეთ.

3.გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ ჟელეს მასა.

4.მოასხით ათქვეფილი ნაღები და შეინახეთ მაცივარში 10 საათი.

გემრიელად მიირთვით!