თევზებს შორის ორაგული ჩემი ფავორიტია. დღესასწაული არ გავა მის გარეშე. მისგან ვამზადებ სალათებს და სენდვიჩებს, რომლებსაც ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ.
ინგრედიენტები
- ოარაგული 150გ
- კარტოფილი 2 ცალი
- სტაფილო 1 ცალი
- კვერცხი 2 ცალი
- კიტრი 1 ცალი
- მაიონეზი გემოვნებით
მომზადება
1.მოხარშეთ სტაფილო, კვერცხი, კარტოფილი და გახეხეთ.
2.დაჭერით კიტრი და თევზი კუბიკებად.
3.ააწყეთ სალათი ფენებად: კარტოფილი, ნახევარი თევზი, სტაფილო, კიტრი, კვერცხი. თითოეული ფენის შემდეგ წაუსვით მაიონეზი.
4.ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი თევზი და მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!