ბოშების ქათმის რულეტი, თავბრუდამხვევი გემო და არომატი!

799

ქათმის ფილე – უნივერსალური პროდუქტია, რომელიც ნემბისმიერი გემოვნების შესაბამისად შეგიძლიათ მოამზადოთ. თუ მოხარშული ფილე მოგბეზრდათ, მაშინ დროა უფრო მაღალი საფეხურის კერძების მომზადებას მოკიდოთ ხელი. ქათმის რულეტი ერთ-ერთი საუკეთესო კერძია, რასაც ვამზადებ. ბოშებს ნამდვილად ეხერხებათ გემრიელი კერძების მომზადება, ამიტომაც დღეს მათი რეცეპტით ვიხელმძღვანელოთ.

ამ კერზს ყველა თავისებურად ამზადებს, მეც მაქვს რამდენიმე ხრიკი, რომელსაც სიამოვნებით გასწავლით. თუ ვახშამი ძალიან გეჩქარებათ, შეგიძლიათ რულეტი შიგთავსის გარეშე გამოაცხოთ. დამიჯერეთ ამით კერძი არ გაფუჭდება.

ინგრედიენტები

  • 1,5კგ ქათმის ხორცი
  • 150მლ ქათმის ბულიონი
  • 1,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • 0,5 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
  • 1 ჩაის კოვზი მშრალი ნიორი
  • 0,5 ჩაის კოვზი კარიი
  • 0,5 ჩაის კოვზი კაკალი ქინძი

მომზადება

1.გაასუფთავეთ და დაჭერით ქათამი.

2.ქათმის ძვლები მოათავსეთ ქვაბში, მოასხით წყალი და მოხარშეთ ბულიონი. ის მზადდება დაახლოებით 30-45 წუთი. შეგძლიათ დაუმატოთ დაფნის ფოთოლი და წიწაკა.

3.დაჭერით ქათმის ხორცი და დაბეგვეთ.

4.მზა ფარში მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები.

5.ფარშს დაუმატეთ 150მლ ქათმის ბულიონ. მოურიეთ კოვზით და შემდეგ ხელით.

6.მზა ფარშს დააფარეთ პაკეტი და შეინახეთ 2-3 საათი მაცივარში.

7.ქათმის კანები მოათავსეთ გამოსაცხობ პაკეტზე და ცენტრში ამოავსეთ ფარშით.

8.გადაახვიეთ რულეტისებურად და მჭიდროდ შეკარით თოკებით.

9.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 1,5 საათი.

გემრიელად მიირთვით!