ხემსში მთავარი რა არის? უნდა მზადდებოდეს სწრაფად და მაგიდიდანაც მალე უნდა ქრეებოდეს, რადგან გემრიელია!
ინგრედიენტები
- 300გ ქაშაყი
- 1 ხახვი
- 1 მოხარშული გული
- 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 1 ჩაის კოვზი ძმარი
- 2 ჩაის კოვზი მდოგვი
- 1/4 ჩაის კოვზი შაქარი
- 50მლ ცხელი წყალი
- მწვანილი
- მარილი
- წიწაკა
მომზადება
1.გაასუფთავეთ ქაშაყი.
2.დაჭერით ფილე.
3.გაასუფთავეთ და დაჭერით ხახვი. მოასხით ცხელი წყალი და გააგრილეთ ხახვი.
4.ფენებად დაალაგეთ თევზი და შეკაზმეთ ხახვით.
5.მოხარშეთ კვერცხი, განაცალკევეთ ცილა და გული. გახეხეთ კვერცხის გული და მოასხით ძმარი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
6.ძმრიან მასას დაუმატეთ ზეთი, შაქარი და მდოგვი. მოურიეთ.
7.ხახვიან თევზს მოასხით სოუსი, შეინახეთ მაცივარში 3-4 საათი.
გემრიელად მიირთვით!