კატლეტების მომზადების საიდუმლოებები

4201

კატლეტები ყველასათვის საყვარელ კერძად მიიჩნევა. უნივერსალური და ამავდროულად გემრიელი კერძის მომზადება, ჩვენი რეცეპტის მიხედვით ძალიან გაგიმარტივდებათ.

როგორ მოვამზადოთ წვნიანი კატლეტები

გამოიყენეთ მხოლოდ სახლის ფარში – არ შეიძინოთ უკვე მზა. უმჯობესია გამოიყენოთ ფარშის მიქსი: ღორი, საქონელით, ინდაური, ცხვარი.

ხორცის გარდა ასევე მნიშვნელოვანია 2 ინგრედიენტი – ხახვი და პური. 1კგ ფარშზე უნდა გამოიყენოთ 2 საშუალო ხახვი და 150გ პური. პურის რძეში ამოვლება არ არის საჭირო, ის შედის რეაქციაში, ამიტომაც კერძი არ გამოდის ნაზი. უმჯობესია პური ცხელ წყალში ამოავლოთ.

როცა ჩვენ შევურევთ ყველა ინგრედიენტს, ფარში ძალიან კარგად უნდა დავამუშაოთ. რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა ურიოთ და შემდეგ დაბეგვოთ.

ხშირად დიასახლისები კატლეტის მასას უმატებენ ყინულს, შეწვისას ის ლღვება და მის ადგილას წარმოიქმნება სიცარიელე, რომელიც ხდის კატლეტებს ფაფუკს.

კიდევ ერთი საიდუმლო – კარაქი. ამ ინგრედიენტის დახმარებით კატლეტები უფრო ნაზი და წვნიანი გამოდის.

შეწვით კატლეტები მცენარეულ ზეთში ან გამღვალ კარაქში. თავდაპირვველად დაბალ ცეცხლზე. წვენის გამოსვლის თანავე გადმოაბრუნეთ, ეს მოქმედება რამდენიმეჯერ გაიმეორეთ.

სურვილისამებრ შეგიძლიათ ამოავლოთ ცილაში, ის მეტად წვნიანს გახდის კატლეტს.