როგორ მოვამზადოთ ნეკნები

968

ბევრი დიასახლისი უარს ამბობს ნეკნებზე მცირე რაოდენობის ხორცის გამო. მაგრამ ნეკნებს ვერცერთი სხვა ნაწილი ვერ შეედრება. ამ ნაწილს თავისებური გემო და არომატი აქვს.

დღეს ჩვენ ამ ინგრედიენტისგან რამდენიმე შეუდარებელი კერძის მომზადებას გასწავლით.

ღორის ნეკნები ალუბლის წვენში

ინგრედიენტები

  • 1კგ ნეკნები
  • 5 ცალი წიწაკის მარცვლები
  • მარილი გემოვნებით
  • 100გ ვაშლის პიურე
  • 0,5 ჩაის კოვზი მწარე წიწაკა
  • 50მლ ლიმონის წვენი
  • 1 ჩაის კოვზი შებოლილი პაპრიკა
  • 0,5 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა
  • 125მლ პომიდვრის წვენი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 0,5 ჩაის კოვზი მშრალი ნიორი
  • 60გ შაქარი
  • 1ლ ალუბლის წვენი

მომზადება

1.დაჭერით ნეკნები და მოათასვეთ ჯამში. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოასხით ალუბლის წვენი. მოათასვეთ ქვაბი 40 წუთი ცეცხლზე.

2.პაპრიკა, დარიჩინი, ნიორი, წიწაკა, მარილი, შავი წიწაკა, შაქარი, ვაშლის ჯემი, სოიოს სოუსი, ლიმონის წვენი და პომიდვრის წვენი გადაურიეთ ერთმანეთს. მიღებულ მასაში მოათავსეთ ნეკნები 30 წუთი.

3.გამოაცხეთ 220 გრადუსზე 15 წუთი.

ნეკნები აჯიკით

ინგრედიენტები

  • 1კგ ნეკნი
  • 40მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი დაფქული წიწაკა
  • 40მლ სოიოს სოუსი
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • 2 სუფრის კოვზი აჯიკა
  • 1 პომიდოი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადება

1.დაჭერით ნეკნები პორციებად. მოასხით სოიოს სოუსი, მცენარეული ზეთი. დაუმატეთ პაპრიკა, წიწაკა, აჯიკა, ლიმონის წვენი და მოურიეთ. მოათასვეთ მაცივარში 1 ღამით.

2.ნეკნები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე. დაჭერით პომიდორი და ნიორი, მოათავსეთ ხორცზე.

3.დააფარეთ ფორმას ფოლგა და გამოაცხეთ 1 საათი 200 გრადუსზე. შემდეგ გაწეწეთ პომიდორი და გამოაცხეთ დამატებით 15 წუთი 220 გრადუსზე.

ნეკნები ჩაის მარინადში

ინგრედიენტები

  • 1კგ ნეკნები
  • 0,5 ჩაის კოვზი კაკალი ქინძი
  • 2 პაკეტი ჩაის ბერგამოტით
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მშრალი ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი მწარე წიწაკა
  • 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 0,5 ჩაის კოვზი შებოლილი პაპრიკა
  • 60მლთაფლი
  • 0,5 ჩაის კოზი დაფქული წიწაკა

მომზადება

1.დაჭერით ნეკნები. 500მლ ცხელ წყალში გახსენით ჩაი, დაუმტეთ შაქარი და მარილი. მოასხით ხორცს და დაელოდეთ 2 საათი.

2.ამოიღეთ ნეკნები მარინადიდან, დაუმატეთ პაპრიკა, ქინძი,ნიორი, წიწაკა, შავი წიწაკა და სოიოს სოუსი. მოურიეთ 30 წუთი.

3.ნეკნები მოათავსეთ ფორმაში. თაფლს დაუმატეთ 30მლ წყალი და წაუსვით მიღებული მასა ნელნებს. დააფარეთ ფოლგა და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.

4.გამოიტანეთ ფორმა, ისევ წაუსვით და გამოაცხეთ 20 წუთი. ამის შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა, მაგრამ ბოლო 20 წუთი ფოლგის გარეშე გამოაცხეთ.

გემრიელად მიირთვით!