ინგრედიენტები
- 12 დიდი ძეხვის ნაჭერი
- 2 მდნარი ყველი 90გ
- 4 კვერცხი
- 12 საშუალო ქამა სოკო
- 130გ ყველი
- 4 კბილი ნიორი
- 0,5 ტკბილი წიწაკა
- მარილი, წიწაკა, მაიონეზი
- მწვანილი
- პერგამენტი
მომზადება
1.მოხარშეთ სოკო. გააგრილეთ და დააბლენდერეთ.
2.მოხარშეთ კვერცხი. გახეხეთ გული და დაუმატეთ სოკოს.
3.მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოურიეთ.
4.გახეხეთ ყველი, ცილა და მდნარი ყველი. მოაყარეთ გახეხილი ნიორი, წიწაკა და მოასხით 2 კოვზი მაიონეზი. კარგად მოურიეთ.
5.გაშალეთ პერგამენტის ქაღალდი. მოათავსეთ ძეხვი.
6.წაუსვით შიგთავსი.
7.ზემოდან მოათავსეთ ყველის მასა.
8.გადაანაწილეთ ტკბილი წიწაკა, მოაყარეთ კამა და პაპრიკა.
9.გადაახვიეთ და შეფუთეთ კამფეტისებურად.
10.შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.
11.მოხსენით ქაღალდი და დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!