საახალწლო განწყობას ჯანჯაფილის ორცხობილები აუცილებლად შექმნის. ცხობისას საოცარიარომატი ტრიალებს. ჩემი შვილები სიხარულით ელიან ამ ორცხობილებს.
ამ რეცეპტის მიხედვით თქვენ მიიღებთ ბევრ ორცხობილას, რომელიც არ ფუჭდება მალე და მის შემადგენლობაში შედის უმარტივესი ინგრედიენტები.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 350გ ფქვილი
- 180გ რბილი კარაქი
- 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
- 1 ჩაის კოვზი მშრალი ჯანჯაფილი
- 0,5 ჩაის კოვზი ნიგოზი
- 0,5 ჩაის კოვზი სოდა
- 1 კვერცხი
- 120გ შაქარი
- 3 სუფრის კოვზი თაფლი
- მარილი
ინგრედიენტები მშრალი მინანქრისთვის
- 80გ შაქრის ფხვნილი
- 3-4 ჩაის კოვზი რძე
მომზადება
1.დარიჩინს დაუმატეთ ფქვილი, დაქუცმაცებული ჯანჯაფილი, ნიგოზი, სოდა და მარილი. მოურიეთ.
2.ცალკე ჯამში მოათავსეთ შაქარი, კარაქი, კვერცხი და თაფლი. ათქვიფეთ მიქსერით.
3.მშრალი და თქხევადი მასა შეაერთეთ. მოურიეთ სილიკონის ნიჩბით. დააბურთავეთ და გაყავით 2 ნაწილად. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი.
შეახვიეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.
4.გააბრტყელეთ ცომი და ამოჭრით სასურველი ფორმები.
5.გამოაცხეთ 5-7 წუთუ 180 გრადუსზე.
6.მინანქრის მოსამზადებლად შაქარს დაუმატეთ რძე. მასა უნდა გამოვიდეს სქელი.
7.გააფორმეთ მინანქრით.
გემრიელად მიირთვით!