სახლის წითელი ხიზილალა, რომელსაც ნამდვილისგან ვერ გაარჩევთ

977

წითელი ხიზილალა საახალწლო მაგიდაზე ტრადიციად იქცა, მისი დარღვევა ძალიან არმინდა. გული არ გაიტეხოთ თუ მისი შეძენა ვერ მოახერხეთ, მე დღეს ხიზილალას ხელოვნურად მომზადებას გასწავლით.

ინგრედიენტები

  • 200მლ მცენარეული ზეთი
  • 250მლ თევზის ბულიონი
  • 0,5 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
  • 10გ მშრალი ჟელატინი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • ერთჯერადი შპრიცი ნემსის გარეშე

მომზადება

1.პირველ რიგში ჟელატინს დაასხით 30მგ ადუღებული ცივი წყალი.

2.ზეთით სავსე ჭიქა მოათავსეთ საყინულეში 1,5-2 საათი.

3.მოხარშეთ თევზის ბულიონი. გემოს გასაუმჯობესებლად დაუმატეთ მარილი, წიწაკა, დაფნის ფოთოლი ან ზღვის კომბოსტო.

4.გამოწურეთ მზა ბულიონი.

5.ამოფუებული ჟელატინი მოატავსეთ ქვაბში.

6.მასში ჩაასხით ბულიონი. დადგით ცეცხლზე, რათა გალღვეს.

7.ბულიონს დაუმატეთ პომიდვრის პასტა, მოურიეთ.

8.გამოწურეთ.

9.გამოიტანეთ მაცივრიდან ზეთი. შპრიცით აიღეთ ბულიონი და წვეთები ჩაასხით ზეთში.

10.ზეთის დახმარებით ბურთულები ერთმანეთს არ მიეკრობა.

11.თუ ბულიონი ძალიან სქელია მისი გაცხელება შეგიძლიათ.

12.მიღებული ხიზილალა გარეცხეთ გამდინარე წყალში.

გემრიელად მიირთვით!