ესტონური სალათი, რომელიც საახლაწლოდ ხარს დაანაყრებს

800

ხშრირად ამ სალათის წარმომავლობას ესტონეთს უკავშირებენ, ზოგიც დაფრანგეთს და გემრმანიას. რა მნიშვნელობა აქვს ამ სალათის ფესვებს თუ ის უგემრიელესია!

ინგრედიენტები

  • 400გ ჭარხალი
  • 250გ კარტოფილი
  • 150გ სტაფილო
  • 1/2 ხახვი
  • 200გ ქაშაყი
  • 2 მწნილი კიტრი
  • 1 ვაშლი
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  •  ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 1 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • მწვანილი
  • 3 კვერცხი

მომზადება

1.მოხარშეთ კვერცხი, ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი. ამასობაში დაჭერით კიტრი, მოათავსეთ თუშფალანგზე დასაწრეტად.

2.დაჭერით მწვანილი, დაყარეთ თეფშზე და გვერდზე გადადეთ. გათალეთ და პატარა კუბიკებად დაჭერით ვაშლი. დაჭრილი ვაშლი ჩაყარეთ სასალათეში, იგივე პროცედურები ჩაუტარეთ ხახვს.

3.მოხარშული და გაგრილებული ბოსტნეული გათალეთ, დაჭერით კუბიკებად.

4.ფილე გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სასალათეში. კარგად მოურიეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

5.ცალკე ჯამში მოათავსეთ მაიონეზი, არაჟანი და მდოგვი. მიღებული სოუსი მოასხით სალათს და მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!