ქაშაყის სალათი კვერცხით

588

ქაშაყის სალათი ზაფხულში არ არის პოპულარული. თევზი ფუჭდება სიცხისგან, ხოლო ტემპერატურა ისედაც ძალებს გვიფიტავს. სულს სხვა განწყობით ვუდგები სამზადისს, როცა გარეთ ზამთრის სუსხია.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 4 ცალი
  • ქაშაყი 0,5კგ
  • ხახვი 1 ცალი
  • დაკონსერვებული სიმინდი 150გ
  • მწნილი კიტრი 3 ცალი
  • მაიონეზი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ კვერცხი. თევზი გაასუფთავეთ და მოათავსეთ 1 საათი წყალში.

2.დაჭერით ხახვი მრგვლად, ხოლო კვერცხი კუბიკებად. მოათავსეთ ღრმა ჯამში და მოაყარეთ სიმინდი.

3.თევზი გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით და დაჭერით კუბიკებად. დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს.

4.სალათს დაუმატეთ მარილი, წიწაკა, მაიონეზი. კარგად მოურიეთ. კერძი გააფორმეთ თქვენი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!