შვრიის ფანტელი კვერცხით

1719

დღე აუცილებლად უნდა დაიწყოთ ჯანსაღი საკვებით. ყველაზე საუკეთესო ვარიანტია შვრიის ფანტელი და კვერცხი. მაგრამ რას ფიქრობთ ამ ორი კერძის გაერთიანებაზე? მერწმუნეთ შედეგი საოცარია!

ეს საუზმე ძალიან სასარგებლოა, რადგან სავსეა ვიტამინებით. დაბალკალორიულია, მაგრამ ძალიან ნოყიერია.

ინგრედიენტები

  • შვრიის ფანტელი 50გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • მარილი და შავი წიწაკა

მომზადება

1.მშრალ ტაფაზე დაყარეთ შვრიის ფანტელი. მოხალეთ 3 წუთი.

2.როცა ფანტელები გახდება ოქროსფერი, ჩატეხეთ კვერცხი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.მოურიეთ ტაფაზე არსებულ ინგრედიენტებს. დააფარეთ თავსაფარი.

4.ბლინი მოამზადეთ დაახლოებით 3 წუთი.

გემრიელად მიირთვით!