მოხარშული ლორი – ამ კერძზე უარს ვერავინ იტყვის!

985

ინგრედიენტები

  • 1კგ ლორი
  • 3 თავი ნიორი
  • ხახვის ჩენჩო
  • 3 სუფრის კოვზი შავი დაფქული წიწაკა
  • 170გ ზღვის მარილი
  • 1ლ წყალი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 5გ წიწაკის მარცვლები

მომზადება

1.გარეცხეთ ხახვის ჩენჩო თბილი წყლით, შემდეგ ნახევარი მოათავსთ ქვაბში. ზემოდან მოათავსეთ ლორის ნაჭრები, დაფნის ფოთოლი, წიწაკის მარცვლები და მარილი. შეგიძლიათ დაუმატოთ 50გ შავი ქლიავი.

ზემოდან მოათავსეთ დარჩენილი ხახვის ჩენჩო და დაასხით წყალი. დადგით ცეცხლზე და დაელოდეთ ადუღებას. ადუღების შემდეგ მოხარშეთ 15-20 წუთი საშუალო ცეცხლზე.

2.ქვაბი გადმოიტანეთ ცეცხლიდან, დააფარეთ თავსაფარი და გააგრილეთ. მოათავსეთ მაივარში 1 ღამით.

მეორე დილით გამოიტანეთ ლორი მაცივრიდან, გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცით.

3.ლორს წაუსვით შავი წიწაკა და ნიორი. შეგიძლიათ მოაყაროთ დაფქული დაფნის ფოთოლი.

4.ამ პროცედურების შემდეგ, ლორი გადაახვიეთ პერგამენტის ქაღალდში და მოათავსეთ საყინულეში 7-9 საათი.

გემრიელად მიირთვით!