ეს ფორთოხლის ტარტი განსაკუთრებულია თავისი მსუბუქი, არომატული და ტკბილი ბისკვიტით

1798

ეს ბისკვიტი მოამზადეთ ზამთარში, ფორთოხლის სეზონზე, აირჩიეთ ცოცხალი ციტრუსი, რომლის კანიც ქიმიკატებით არ არის დამუშავებული.

ინგრედიენტები:

ფირფიტა

  • 250 გ ფქვილი
  • 65 გ შაქრის ფხვნილი
  • 1/4 ჩ.კ. მარილი
  • 2/3 ჭიქა კარაქი (წინასწარ გაცივებული და კუბებად დაჭრილი)
  • 1 დიდი კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი მაღალკალორიული (ორმაგი ნაღები)

გულსართი: 

  • 2 მოზრდილი კვერცხი
  • 1 მოზრდილი კვერცხის გული
  • 375 გ ახალ ამოყვანილი გაწურული ყველი – რიკოტა (ან ნადუღი)
  • 2/3 ჭიქა შაქრის პუდრი
  • 2 ჩაის კოვზი გახეხილი ფორთოხლის ცედრა
  • 1 1/2 სუფრის კოვზი ლიქიორი “გრან მარნიე”
  • 1 ჭიქა მაღალკალორიული (ორმაგი) ნაღები

მომზადების წესი:

ფირფიტა

  1. ფქვილი, შაქარი და მარილი კომბაინში ჩაყარეთ. სწრაფად შეურიეთ. დაუმატეთ კარაქი და სწრაფად ურიეთ, სანამ მასა ფხვიერი გახდება.
  2. ურიეთ და თან დაუმატეთ კვერცხი და ნაღები. თქვიფეთ, ვიდრე მასა ერთგვაროვანი გახდება.
  3. ცომი მოათავსეთ გამჭვირვალე ცელოფანზე, 18 სმ-ის სისქეზე გააბრტყელეთ და ცელოფანში შეფუთეთ. შედეთ მაცივარში სულ ცოტა, 30 წუთით (მაქსიმალური დრო – 48 სთ).
  4. ტარტის ფორმას, მოსახსნელი ძირით (28 სმ-იანი), ცოტაოდენი ცხიმი წაუსვით.
  5. ცომს ცელოფანი მოხსენით და გრილ ზედაპირზე, მაგალითად, მარმარილოს დაფაზე მოათავსეთ, რაც ცომს სწრაფად დარბილების საშუალებას არ მისცემს. ცომს ორივე მხრიდან ცოტაოდენი ფქვილი მოყარეთ.
  6. ცომს ორივე მხრიდან თხელი ცელოფანი ან პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და გააბრტყელეთ 3 მმ სისქეზე, 33 სმ დიამეტრით. თუ შეატყობთ, რომ ცომი ზედმეტად მაგრდება, დროდადრო ცელოფანი მოხსენით და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ. თუ ცომი ზედმეტად ნაზი გამოვიდა, მაცივარში შედგით, რომ ცოტა გამაგრდეს.
  7. ცომის ზედაპირიდან ცელოფანი მოხსენით. საგლინველას (ცომის გასაბრტყელებელი ) ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ და ცელოფანის ქვედა ფენის მოსახსნელად, ცომის ქვეშ გაატარეთ.
  8. ცომი ფორმაში ფრთხილად მოათავსეთ. გვერდები ხელით ისე გაასწორეთ, რომ ცომი არ დაიშალოს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ფორმიდან გადმოვა, უკანვე ჩააბრუნეთ და დაახლოებით 5 მმ სისქის სარტყელი გაუკეთეთ. შეგიძლიათ ცომი გამოცხობამდე კიდევ ერთხელ, ნახევარი საათით, გააცივოთ.
  9. ელექტროღუმელი წინასწარ გააცხელეთ 200 გრადუსზე (აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 6) 20 წუთის განმავლობაში. ფორმაში გამოსაცხობად გამზადებულ ცომს ფოლგის ქაღალდი დააფარეთ. ამოავსეთ გამომშრალი მარცვლეულით (სიმძიმისთვის). 5 წთ-ის განმავლობაში გამოაცხვეთ, შემდეგ ტემპერატურას 190 გრადუსამდე ( აირღუმელი დააყენეთ ნიშნულზე – 5) დაუწიეთ და კიდევ 5 -10 წთ-ით დატოვეთ, ვიდრე ფირფიტა გამაგრდება და მოყავისფრო – ოქროსფერს მიიღებს.
  10. გამომცხვარი ფირფიტა ღია ყავისფერი უნდა იყოს. მზა ფირფიტა გასაგრილებლად დადგით, ამასობაში გულსართი მოამზადეთ.

გულსართი 

  1. გაახურეთ ელექტროღუმელი 190 გრადუსამდე.
  2. საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ კვერცხი, კვერცხის გული, რიკოტა, შაქრის პუდრი, ფორთოხლის ცედრა.
  3. პატარა ჯამში ჩაასხით 3/4 ჭიქა (180 მლ) ნაღები და მიქსერით კარგად ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე.
  4. ათქვეფილი ნაღები რიკოტას მასას დაუმატეთ.
  5. გულსართი კოვზით ჩადეთ გამომცხვარ ფირფიტაში.
  6. გამოაცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში, ვიდრე ოქროსფერს მიიღებს.
  7. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
  8. დარჩენილი ნაღები შესქელებამდე ათქვიფეთ. საკონდიტრო ტომსიკაში მოათავსეთ და ტარტის ზედაპირი მორთეთ. მომზადებისთანავე სუფრასთან მიიტანეთ.