უგემრიელსი ტორტი “სნიკერსი” ცხობის გარეშე

3847

ტორტი “სნიკერსი” – ეს დესერტების მეფეა!

მის მომზადებას 45 წუთში შეძლებთ. არ ესაჭიროება ცხობა!

ინგრედიენტები შოკოლადის მინანქრისთვის

  • 4 ცალი ვაფლის კორჟი
  • 3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 3 სუფრის კოვზი რძე
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 1 შეკვრა ორცხობილა “მარია”
  • 200გ კარაქ
  • 1 ქილა შედედებული რძე
  • 100გ ნიგოზი ან არაქისი

მომზადება

1.მოვამზადოთ შოკოლადი მინანქარი. ამისათვის საჭირო ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში და დადგით ცეცხლზე. წამოადუღეთ მასა.

2.ცხელი მინანქარი წაუსვით კორჟებს და ორ-ორად შეაერთეთ.

3.მოვამზადოთ შიგთასვი. ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, ჩაასხით შედედებული რძე. ერთ წყვილ ფირფიტას წაუსვით ეს მასა.

4.დააქუცმაცეთ ნიგოზი და დაუმატეთ კარაქიან მასას. კრემწასმულ კორჯზე მოათავსეთ შიგთავსი და დააფარეთ მეორე კორჟი.

5.გადმოაბრუნეთ დესერტი. შეინახეთ მაცივარში 4-5 საათი.

გემრიელად მიირთვით!