ხაჭოს ფაფუკი ფუნთუშები, რომელზეც ბავშვები გიჟდებიან

680

არომატული ხაჭო სფუნთშები – უნივერსალური დესერტია, რომელიც ბავშვებს ძალიან მოსწონთ. ხაჭო კი საოცრად სასარგებლო ინგრედიენტია.

ინგრედიენტები

  • 300გ ხაჭო
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 5 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებლი
  • ვანილი
  • 350მლ მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, გამაფხვიერებლი, ვანილი და დარიჩინი.

2.კარგად მოურიეთ ან დააბლენდერეთ.

3.ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი.

4.მოზილეთ ცომი. დაასვენეთ 5-10 წუთი, ამასობაში გააცხელეთ ზეთი.

5.მულტისახარშ ქვაბში ჩაასხით ზეთი, აირჩიეთ რეჟიმი “წვა” და დრო 50 წუთი. მულტისახარში ქვაბის ნაცვლად სეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალო ტაფა ან ქვაბი.

6.დააბურთავეთ ცომი.

7.შეწვით ბურთულები ზეთში.

8.პერიოდულად ამოაბრუნეთ ბურთულები.

9.გადმოიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

10.გემროეად მიირთვით!