ფარშირებული პური ქათმით

594

ამ კერძის მომზადება არასოდეს არ მეზარება, რადგან მასზე ვგიჟები.

მისი მზადებისას თავი შეფ – მზარეული მგონია. ბავშვებ ზალიან მოსწონთ!

შიგთავსი შეგიძლიათ გაამრავალფეროვოთ თქვენი გემოვნების და სურვილების მიხედვით.

ინგრედიენტები

  • პური 1 ცალი
  • ყველი 200გ
  • ქათმის ფილე 600გ
  • ქამა სოკო 250გ
  • პომიდორი 5 ცალი
  • მაიონეზი 4 სუფრის კოვზი
  • ხახვი 1 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • კამა
  • მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადებ

1.მოამზადეთ პური: გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ გული.

2.ქათმის ფილე დაჭერით წვრილად და შეწვით ზეთში. მარილი და წიწაკა მოაყარეთ გემოვნებით.

3.ხახვი და სოკო მოტუშეთ ერთად. ფილეს დაუმატეთ პომიდორი, მწვანილი, მოთუშული ბოსტნეული, კვერცხი, სანელებლები და მაიონეზი.

4.შიგთავსი მოათავსეთ პურებში, მოაყარეთ ყველი.

5.გამოაცხეთ 180 გარდუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!