შოკოალდის ტორტის ასე მარტივად მომზადება თუ შეძლებოდა ვერც კი წარმოვიდგენდი.
მის მომზადებას ბავშვიც მარტივად შეძლებს. ამ დესერტისთვის, ჩვენ არ დაგვჭირდება ფქვილი და შაქარი.
დატკბით უგემრიელესი ტორტით!

ინგრედიენტები
- შავი შოკოლადი 300გ
- კვერცხი 6 ცალი
- კაკაო 10გ
- მარილი
- ნაღების ყველი 400გ
- ნაღები 200მლ
- არაქისი 50გ
მომზადება
1.განაცალკევეთ გული და ცილა. გულს დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ, მოაყარეთ კაკაო და კარგად გადაურიეთ.

2.გაალღვეთ 150გ შოკოლადი და დაუმატეთ გულის მასას.

4.ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად. ნელ-ნელა გადაურიეთ ცილა შოკოლადის მასა.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

6.გაჭერით 4 ნაწილად.

7.მოვამზადოთ კრემი. ათქვიფეთ ნაღები ყველთან ერთად.

8.გაალღვეთ დარჩენილი შოკოლადი და დაუმატეთ კრემს, ათქვიფეთ.

9.ააწყეთ ტორტი და გააფორმეთ გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!









