ტორტი ფქვილის, კვერცხის და ცხობის გარეშე – უმარტივესად ჟღერს!

629

შემოდგომის პერიოდში ჩაისთან ტკბილეული განსაკუთრებით მიყვარს. ნამცვხრებს და ორცხობილებს არასოდეს ვყიდულობ, ყოველთვის საკუთარი ხელებით ვამზადებ. შესაბამისად ბევრი რეცეპტი და ხრიკი ვიცი, რომელიც ნამცვილად პროფესიანალ კონდიტერად გაგცევთ.

ეს დესერტი უმარტივესად მზადდება, მას გამოცხობაც არ სჭირდება.

ინგრედიენტები

  • 200გ შაქარი
  • 130გ კარაქი
  • 5 სუფრის კოვზი ნაღები
  • 130გ ნიგოზი
  • 130გ ტკბილი ფანტელები

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 500გ ხაჭო
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 250გ ვაშლის წვენი
  • 30გ ჟელატინი
  • 200გ ნაღები
  • 80გ შაქარი

მომზადება

1.პირველ რიგში გააცხელეთ ტაფაზე შაქარი, უნდა გახდეს კარამელიზირებული.

2.ტაფაზე მოასხით ზეთი და ნაღები, კარგად წამოადუღეთ და გათიშეთ ცეცხლის ალი.

3.სწრაფად უნდა დაუმატოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები, რათა მასას გაგრილება ვერ მოასწროს. ცხელ მასას დაუმატეთ ნიგოზი და ფანტელები.

4.კარამელიზირებული მასა მოათავსეთ ცხიმიან გამოსაცხობ ფორმაში. შეინახეთ 30 წუთი მაცივარში.

5.შიგთავსისთვის ხაჭოს დაუმატეთ ვაშლის წვენი, ლიმონის წვენი და შაქარი. ვაშლის წვენის ცანაცვლება შამპანიურითაც შეგიძლიათ. ხაჭოს თუ ცოტა ჟელატინს დაუმატებთ შამპანიურში ამოფუებულს, მაშინ დესერტი ნამდვილად უგემრიელესი გამოვა.

6.კარამელიანი ფორმა ამოავსეთ შიგთავსით და ისევ მაცივარში მოათავსეთ.

7.დესერტი შეგიძლიათ გააფორმოტ თქვენი გემოვნებთ – ხილით, შოკოლადით, მინანქრით ან ტკბილეულით.

გემრიელად მიირთვით!