სალათი 5 წუთში, რომელიც სუფრაზე მიტანისთანავე თეფშიდან ქრება. 2019 წლის ტრენდული კერძი

2202

იანვრის მოახლოებასა და დადგომასთან ერთად ყოველთვის დიდ დროს ვუთმობ იმაზე ფიქრს, თუ რითი გავუმასპინძლდე და რა შევთავაზო საყვარელ ადამიანებსა და სტუმრებს, რათა მათ სახლი წარუშლელი შთაბეჭდილებებით დატოვონ.

რა თქმა უნდა, ყოველ ახალ წელს ჩვენი სუფრა სხვადასხვა კერძებითა და ელემენტებით ლამაზდება და მრავალფეროვნდება, თუმცა ყოველთვის არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც უცვლელი რჩება. მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ სალათი “ოლივიე”, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება და სუფრაზე მიტანისთანავე თეფშიდან ქრება.

დღევანდელ სტატიაში მინდა გასწავლოთ ქათმისა და სოკოს საოცრად გემრიელი სალათის დამზადება, რომელიც მარტივად ჩაანაცვლებს ოლივიეს და მის მიმართ გულგრილი ვერცერთი სტუმარი დარჩება. გარდა საოცარი გემოსა და არომატისა, ამ სალათის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სწრაფად და მარტივად მზადდება, თანაც ის საკმაოდ ნოყიერია. ჩემს შვილებს უკვე იმდენად შეუყვარდათ ეს კერძი, რომ მის მომზადებას ყოველდღიურად მთხოვენ.

“სადღესასწაულო გემო” – სწორედ ასე ჟღერს ამ უგემრიელესი სალათის დასახელება, რომელიც დაგემოვნებისთანავე თქვენი სუფრის ფავორიტად იქცევა.

სალათი “სადღესასწაულო გემო”

ინგრედიენტები: 

  • შებოლილი ქათმის ფილე – 0,5 კგ
  • 200 გრამი სოკოს მარინადი
  • 250 გრამი კიტრის მწნილი (პიკულები)
  • 150 გრამი ყველი
  • 2 თავი ხახვი
  • 3-4 ს.კ. მაიონეზი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1.გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით ხახვი ნახევარ რგოლებად.

2.დაასხით ტაფაზე მცირეოდენი მზესუმზირის ზეთი და მოთუშეთ მასში ხახვი მოოქროსფრო შეფერილობის მიღებამდე.

3.ქათმის შებოლილი ფილე და ყველი დაჭერით თანაბარი, საშუალო ზომის კუბიკებად.

4.დაჭერით პატარა ნაჭრებად სოკოსა და კიტრის მარინადი. 3 ყველაზე ლამაზი სოკო გვერდზე გადადეთ, რადგან ის სალათის ვიზუალურად გასაფორმებლად დაგვჭირდება.

5.მოსახერხებელ ჭურჭელში მოათავსეთ ყველა მზა ინგრედიენტი, დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, 3 ან 4 სუფრის კოვზი მაიონეზი და კარგად ამოურიეთ.

6.მზა სალათი გადაიტანეთ ლამაზ თასში, მორთეთ გვერდზე გადადებული სოკოს მარინადით, გახეხილი ყველით ან სულაც ოხრახუშით. თუ რა სახით მიიტანთ ამ უგემრიელეს სალათს სუფრაზე, მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზე და მოკიდებული.

7. უგემრიელესი სალათი, რომლის მიმართაც გულგრილი ვერავინ დარჩება, მზად არის!

პირობას გაძლევთ, თქვენს სტუმრებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს აუცილებლად შეუყვარდებათ ამ სალათის გემო. ქათმისა და სოკოს სალათის მომზადებისას, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი ფანტაზია და გემო. არ დაგავიწყდეთ სტატიის ჩანიშვნა და მისი გაზიარება მეგობრებისთვის!