კრაბის სალათი ბულგარული წიწაკით

1441

დღეს ჩვენ საოცარ სალათს მოვამზადებთ სახელწოდებით “წითელი ზღვა”.

როგორც მიხვდით, დღეს ჩვენ სალათში წითელი ფერი იქნება დომინანტი.

ინგრედიენტები

  • კიბორჩხალის ჩხირები 200გ
  • ბულგარული წიწაკა 1 ცალი
  • პომიდორი 4 ცალი
  • ყველი 70გ
  • ნიორი 1-2 კბილი
  • მაიონეზი 2 სუფრის კოვზი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.ჩხირები და წიწაკა დაჭერით გრძლად. პროდუქტები სასალათეში გადაიტანეთ.

2.თითოეული პომიდორი გაჭერით შუაზე და მოაშორეთ თესლი. დაჭერით პომიდორი.

3.გახეხეთ ყველი და მოაყარეთ სასალათეში არსებულ ინგრედიენტებს.

4.დაჭყლიტეთ ნიორი და დაუმატეთ სალათს. მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ წიწაკა და მარილი.

გემრიელად მიირთვით!