არაჟანზე მომზადებული უმარტივესი ვაშლის ნამცხვარი

12818

ზამთარში დესერტების ცხობა გნსაკუთრებით მიყვარს და მეხალისება, ამიტომაც ვიხსენებ საუკეთესო რეცეპტებს.

მე ვამზადებ ვაშლის უგემრიელეს ნამცხვარს არაჟანსე, მარტივიცაა და ძალიან გემრიელიც.

ინგრედიენტები

  • ვაშლი 4 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 1 ჭიქა
  • შაქარი 150გ
  • კვერცხი 5 ცალი
  • ვანილი 15გ
  • არაჟანი 60გ
  • კარაქი 100გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • შაქარი, დარიჩინი და მარილი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. ღრმა ჯამში ათქვიფეთ კერცხი, მოაყარეთ შაქარი. დაუმატეთ მარილი და გამღვალი კარაქი.

2.დაუმატეთ არაჟანი და ვანილი. მოურიეთ ერთგვაროვნებამდე. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი. გაცერით და მოაყარეთ თხევად მასას. მოზილეთ ცომი.

3.გათალეთ ვაშლი, დაჭერით და დაუმატეთ ცომს.

4.გამოსაცხობ ფორმაში ჩაასხით ცომი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

5.გემრიელად მიირთვით!