დღეს ამ კერძის მოსამზადებლად დიდი რაოდენობით ლორი დაგვჭირდება.
აუცილებლად გამოიყენეთ ახალი პროდუქტი, რათა კერძი გამოვიდეს მაქსიმალურად გემრიელი.
ინგრედიენტები
- 1,5კგ ლორი
- 3 ცალი ხახვი
- 2-3 სტაფილო
- 3 კბილი ნიორი
- 2 სუფრის კოვზი სანელებლები
- 1 სუფრის კოვზი ხმელი სუნელი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადება
1.ლორი და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპში.
2.გახეხეთ სტაფილო და დაუმატეთ გატარებულ ლორს დარჩენილ ინგრედიენტებთან ერთად.
3.მოათავსეთ ქილებში და გაასტერილეთ 4 საათის განმავლობაში. ქილები გაგრილებისშემდეგ შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!